ჰარიეტ ელისაბედ ბიჩერ სტოუ – „ეპიზოდი”
1852 წლის 20 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულყოფილად პირველად იქნა გამოცემული ამერიკელი მწერალი ქალისა და აბოლიციონისტის – ჰარიეტ ელისაბედ ბიჩერ სტოუს (1811-1896 წლები) მიერ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერილი რომანი – „ბიძია თომას ქოხი”. (ავტორი გენია.ჯი) ამერიკელი ხალხის აზროვნებაზე უდიდესი გავლენის მომხდენი რომანის ავტორი იმთავითვე იქცა საშინელი კრიტიკის ობიექტად.სამხრეთელები რომანში მოყვანილ ფაქტებს ფალსიფიცირებულს უწოდებდნენ.სამხრეთული პრესა კი წერდა,რომ ბიჩერ სტოუს ლიტერატურული ქმნილება – ამერიკას არცხვენდა.იმ პერიოდში ავტორმა მრავალი მუქარის შემცველი წერილი მიიღო.ის კი არა და, ჰარიეტს მასზე განრისხებულმა ინკოგნიტომ ამანათით შავკანიანი ადამიანის მოკვეთილი ყურიც კი გაუგზავნა.ცნობილია ისიც,რომ ერთ-ერთი ალაბამელი წიგნებით მოვაჭრე,რომელსაც ბიჩერ სტოუს ახალი რომანი ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი,აღშფოთებული საზოგადოების მხრიდან იმდენად დიდი ზეწოლის ქვეშ მოექცა,რომ იძულებული გახდა ქალაქიც კი დაეტოვებინა.იმისათვის,რომ ავტორს დაემტკიცებინა წიგნში მოყვანილი ფაქტების რეალურობა,ამერიკელმა მწერალმა ქალმა ვალდებულად ჩათვალა თავი 1853 წელს დაეწერა და გამოექვეყნებინა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი რომანი – „ბიძია თომას ქოხის გასაღები”. – (ავტორი გენია.ჯი)