ბორის პასტერნაკი – „ეპიზოდი”
ცნობილია,რომ გენიალურ რუს პოეტს,მწერალსა და მთარგმნელს – ბორის პასტერნაკს (1890-1960 წლები) მოსკოვის გარეუბანში მდებარე რაიონში – პერედელკინოში აგარაკი გააჩნდა კერძო საკუთრებაში. (ავტორი გენია.ჯი) ერთ საღამოს ავაზაკებმა პასტერნაკის მეზობლის სახლი გაქურდეს,რამაც პოეტისა და მისი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვია.იმის შიშით,რომ პასტერნაკებიც არ გაექურდათ,ოჯახის წევრებმა ბორისს შესაბამისი ზომების მიღება ურჩიეს.თავის მხრივ,პოეტმა რჩევა გაითვალისწინა და ერთობ ორიგინალური გადაწყვეტილებაც მიიღო: აიღო კონვერტი,რომელზეც დიდი ასოებით დააწერა: „ავაზაკებს”.თავად კონვერტში კი 600 მანეთი ჩადო შემდეგი სახის ჩანაწერთან ერთად:
„პატივცემულო ავაზაკებო!
აღნიშნულ კონვერტში 600 მანეთი დევს.ეს არის სულ,რაც ამ წუთში გამაჩნია.ტყუილად არ გაისარჯოთ ფულის საძებნელად.სახლში მეტი არაფერი არა მაქვს.აიღეთ და წადით.ასე უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს.შეგიძლიათ მენდოთ და ფული არ გადაითვალოთ.
ბორის პასტერნაკი”.
გადიოდა დღეები,ავაზაკები კი არ ჩანდნენ.შესაბამისად,პასტერნაკების სახლში,საჩვენებელ ადგილას დიდი ხნის განმავლობაში იდო კონვერტი.დროთა განმავლობაში ბორისის მეუღლემ – ოლგა ივინსკაიამ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის კონვერტიდან ფულის ჩუმად ამოღება დაიწყო.როდესაც პასტერნაკმა კონვერტი გახსნა და შიგ ფული არ დახვდა,სიბრაზისაგან წონასწორობა დაკარგა;
- როგორ, – გაჰყვიროდა იგი, – თქვენ კონვერტიდან იღებთ ჩემი ავაზაკებისათვის განკუთვნილ ფულს? თქვენ რა,ჩემს ავაზაკებს დარცვავთ?! და, რა უნდა ვუთხრა მათ დღეს რომ მოვიდნენ? ხომ ხვდებით,როგორ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდები? რა ვუთხრა მათ? რომ ისინი გაძარცვეს?” – (ავტორი გენია.ჯი)