გენიალური სტრიქონები ილიას პოეზიიდან…

„მაშ რად არის მეფე მეფედ,

თუ არ ქვეყნის ჭირთა მძლეა?

თუნდაც მოჰკვდეს ქვეყნისათვის,

ეგ სიკვდილი სიცოცხლეა”.

(ამონარიდი ლექსიდან – „მეფე დიმიტრი თავდადებული”)

* * * * * * *

„გებრალებოდეს,ნუ ჰრისხავ

კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..

კეთილი ფარად იფარე

შენთვის ბოროტის მდომსაო,

მადლისა წყაროს ასმევდე

ცოდვის გუბეში მდგომსაო”.

(ამონარიდი „დამაკვირდიდან”)

* * * * * * *

„თუმცა დიდთა პირფერობა

არის მონებრივი ქცევა,

მაგრამ მაღლა აცოცვისთვის

უნდა თურმე კუდის ქნევა”.

(ამონარიდი ლექსიდან – „რჩევა”)

* * * * * * *

„ვაჟკაცთ ცრემლთა რად უძრახვენ!

რკინაც სტყდება,როს სცემს გრდემლი…

კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად

ღმერთმა შეჰქმნა მარტო ცრემლი”.

(ამონარიდი „დამაკვირდიდან”)

* * * * * * *

„მადლმა სთქვა: წუთის-სოფელში

ყოფნა ვაი რა ძნელია!

ძალი ჰძალოვნობს,ჰბატონობს,

მე გული გადამელია:

საცა კი შევხვდი,დამძლია,

ვერ შევუბრუნე ხელია…

მართალი უთქვამს,ვინცა სთქვა:

„ძალა აღმართის მხვნელია”.

(ამონარიდი „დამაკვირდიდან”)

* * * * * * *

„ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება,

რა ეწვევა მას სიკვდილი – მტერი;

მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება

ერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი”.

(ამონარიდი ლექსიდან – „სანთელი”)

* * * * * * *

„დაე თუნდ მოვკვდე,არ მეშინიან,

მაგრამ კი ისე,რომ ჩემი კვალი

ნახონ მათ,ვინცა ჩემს უკან ვლიან,

თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი”.

(ამონარიდი ლექსიდან – „დაე,თუნდ მოვკვდე”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>