ჰარი ტრუმენი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 33-ე პრეზიდენტმა – ჰარი ტრუმენმა (1884-1972 წლები),რომელიც უმთავრესი ინიციატორი გახლდათ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბების ჩამოგდებისა,საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის ჟამს საზოგადოებას უკანასკნელად მიმართა ოფიციალური სიტყვით. (ავტორი გენია.ჯი) სიტყვით გამოსვლა ტრუმენმა შემდეგი წინადადებით დაასრულა: „მე კვლავ ვხდები ჩვეულებრივი,კერძო მოქალაქე ამ დიადი რესპუბლიკისა. ისე,როგორც უნდა იყოს”.
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ტრუმენი მშობლიურ ქალაქ ლამარს დაუბრუნდა,სადაც მემუარები დაწერა.მემუარებში ექს-პრეზიდენტი აღნიშნავდა,რომ იგი ვაშინგტონიდან შინ ყოველგვარი დაცვის,დანაზოგის,ა და საპრეზიდენტო პენსიის გარეშე დაბრუნდა. და მართლაც,ჰარი ტრუმენი მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში სახელმწიფოსაგან მხოლოდ სამხედროთათვის განკუთვნილ 112 დოლარისა და 56 ცენტის ოდენობის პენსიას იღებდა. – (ავტორი გენია.ჯი)