იცით თუ არა, რომ

1. საფრანგეთის ცბიერი და სასტიკი მეფე ვალუათა დინასტიიდან – ლუი XI, არა მხოლოდ უჩვეულოდ პატარა თვალებით, არამედ უზარმაზარი ცხვირითაც გამოირჩეოდა. იმისათვის, რომ ეს ფიზიკური ნაკლი როგორმე დაემალათ, მხატვრები მეფის პორტრეტებს პროფილში ძალიან იშვიათად ხატავდნენ. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. 1882 წლისათვის ბათუმის მოსახლეობა იქ განთავსებული სამხედრო ნაწილების ჩათვლით ოთხი ათასს ადამიანს არ აღემატებოდა.

* * *

3. ჩინური ჭინჭრის ერთ-ერთი სახეობიდან,სახელწოდებით – რამი,საუკეთესო ხარისხის ქაღალდი მზადდება.

* * *

4. საქართველოს „უგვირგვინო მეფედ” წოდებული ილია ჭავჭავაძე საჯაროდ ილაშქრებდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ,რის შესახებაც სახელმწიფო საბჭოში გამოსასვლელად სიტყვასაც კი ამზადებდა.

* * *

5. ერთადერთი ლიტერატორი,რომელსაც ორჯერ მიენიჭა მსოფლიოში აღიარებული ფრანგული ლიტერატურული ჯილდო – „გონკურის პრემია”,ებრაული წარმომავლობის მქონე გამოჩენილი ფრანგი მწერალი – რომენ გარია. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. პირველი კინომსახიობი ქალი,რომელმაც ეროტიკული ფილმების გადაღებებში მიიღო მონაწილეობა,ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად აღიარებული ავსტრიული წარმომავლობის მქონე ამერიკელი მსახიობი – ჰედი ლამარი იყო.

* * *

7. თბილისში 1874 წელს ილიას თაოსნობით დაარსებული „სათავადაზნაურო ბანკის” შექმნის იდეა დიდებულ ქართველ მამულიშვილს – დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა.

* * *

8. საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი გეოლოგიური რუკა გენიალურმა ფრანგმა ქიმიკოსმა და ბუნებისმეტყველმა – ანტუან ლავუაზიემ შეადგინა.

* * *

9. „ომს მორალი არა აქვსო”, – ამბობენ ინგლისელები.

* * *

10. პირველი კერძო სამეცნიერო ლაბორატორია ისეთ საგანმანათლებლო მექაში,როგორიც გახლავთ ინგლისური ქალაქი – კემბრიჯი,გენიალურმა ინგლისელმა მეცნიერმა – ისააკ ნიუტონმა შექმნა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>