ვინ გამოიგონა სუფრის დანა?
საფრანგეთის ლეგენდად ქცეული სახელმწიფო მოღვაწე – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (1585-1642 წლები),იგივე – კარდინალი რიშელიე,ერთობ ფრთხილი ადამიანი გახლდათ.იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა საკუთარ უსაფრთხოებას და იმისათვის,რომ მისი სიცოცხლე არ ხელეყოთ,მრავალი მეთოდი შეიმუშავა თავდაცვისათვის. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ რიშელიეს მიერ შემუშავებულმა ერთ-ერთმა უსაფრთხოების მეთოდმა აბსოლუტურად უნებლიედ დაუდო სათავე ისეთი საჭირო ნივთის გამოგონებას,როგორიცაა - სუფრის დანა. საფრანგეთის ფაქტობრივი მმართველი საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე,იმ ქვეშევრდომებსა და სტუმრებს,რომელთაც კარდინალთან ერთად უხდებოდათ ვახშმობა,კატეგორიულად უკრძალავდა მაგიდაზე განთავსებული ხორცის დასაჭრელად ბასრი წვერის მქონე პირადი სატევრების გამოყენებას (როგორც ეს იმ პერიოდში იყო მიღებული).შემწვარი თუ მოხარშული ხორცის სატევრის გარეშე დაჭრა დიდ დისკომფორტს უქმნიდა კარდინალის თანამესუფრეებს,რის გამოც მან ალტერნატიული გადაწყვეტილება მიიღო: რიშელიემ გასცა ბრძანება,რომლის თანახმადაც მსახურები ვალდებულები ხდებოდნენ სუფრებზე გამოეტანათ ისეთი დანები,რომელთა წვერიც სპეციალურად იქნებოდა ქლიბით დამუშავებული და შესაბამისად, – დაბლაგვებული.დაბლაგვებული წვერის მქონე დანა ბრძოლაში გამოუსადეგარი იყო,თუმცა-კი შეუცვლელი საშუალება იყო სუფრაზე განთავსებული ხორცის დასაჭრელად.თავის მხრივ კი,კარდინალის გამოგონებულმა სუფრის დანებმა ფართო გავრცელება ჰპოვა XVI საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარზე. – (ავტორი გენია.ჯი)
კარდინალი რიშელიე