ბერნაბო ვისკონტი – „ეპიზოდი”

ერთ-ერთმა ულამაზესმა იტალიურმა ქალაქმა ვენეციამ XVI საუკუნეში იმით გაითქვა სახელი,რომ ქალაქში ერთობ მომრავლდნენ უძველესი პროფესიის მქონე მსუბუქი ყოფაქცევის ქალები.ცნობილია ისიც,რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად 1509 წელს ვენეციაში 11 000 მეძავი იყო აღრიცხული. (ავტორი გენია.ჯი) მეძავებთან გამართული ორგიებით,ინტრიგებითა და შეთქმულებებით გაითვა სახელი XIV საუკუნის ნეაპოლმაც.ისევე როგორც სხვა იტალიურმა ქალაქებმა – რომმა და ფლორენციამ.ვერ ვიტყვით,რომ ამ მხრივ დიდად ჩამორჩებოდა ზემოაღნიშნულ ქალაქებს XIV საუკუნის მილანი,თუმცა მან იმ პერიოდში სახელი მაინც სხვა ნიშნით,კერძოდ კი – ძაღლების განსაკუთრებული სიმრავლით გაითქვა.ცნობილია,რომ 1354-1385 წლებში მილანის მმართველს წარმოადგენდა ვისკონტების სახლის ერთ-ერთი წარმომადგენელი - ბერნაბო ვისკონტი (1323-1385 წლები).ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,ბერნაბო ფანატიკურად იყო შეყვარებული ადამიანის ოთხფეხა მეგობრებზე – ძაღლებზე.არსებობს ცნობები იმის შესახებაც,რომ ვისკონტს მის მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი სასახლის ტერიტორიაზე 500 ძაღლი ჰყავდა დაბინავებული.გარდა ამისა,მან გამოსცა განკარგულება,რომლის თანახმადაც მილანში მაცხოვრებელი ოჯახები ვალდებული ხდებოდნენ ქალაქის ქუჩებში გაბნეული უპატრონო ძაღლები (თუნდაც ერთი) შეეფარებინათ და მზრუნველობა აეღოთ მათზე.ქალაქის მმართველის მიერ გამოცემული განკარგულების შედეგი გახლდათ ის,რომ ასეულობით უპატრონო ძაღლმა ჰპოვა თავშესაფარი მილანელთა ოჯახებში.სათანადო პირობების არსებობამ ერთობ გაამრავლა მილანურ ოჯახებში ძაღლების რაოდენობა.თუმცა კი,ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქის ქუჩები სრულიად დაიცალა მათგან.საყურადღებოა ისიც,რომ მსახურებმა,რომლებიც უპასუხისმგებლოდ და არასათანადოდ მოეკიდნენ ვისკონტის მფლობელობაში არსებული ძაღლების მოვლა-პატრონობას,მილანის მმართველის ბრძანებით სიცოცხლე ეშაფოტზე დაასრულეს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>