ჰანტერ სტოქტონ ტომპსონი – „ეპიზოდი”
„აბსოლუტური სიმართლე – ძალიან იშვიათი და სახიფათო რამ არისო”, – წერდა გონზო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალი – ჰანტერ სტოქტონ ტომპსონი (1937-2005 წლები).თავისი ბუნებიდან გამომდინარე იგი გამუდმებით ხდებოდა სკანდალების ობიექტი. (ავტორი გენია.ჯი) ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალებების მოყვარული ჰანტერი არ ემორჩილებოდა ჟურნალისტიკაში დადგენილ არც ერთ წესს და გაზეთებსა თუ ჟურნალებში აქვეყნებდა არა „კლასიკურ”,არამედ სარკაზმითა და უცენზურო სიტყვებით გაჯერებულ სტატიებს.გაცნობებთ იმასაც,რომ ტომპსონის განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი ამერიკის შეერთებული შტატების არმია იყო.გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე სკანდალური და ექსცენტრიული ქმედებებით სახელგანთქმულმა ჟურნალისტმა ჟურნალ „Esquire”-სათვის სპეციალურად მიცემულ ინტერვიუში ერთი მეტად მრავლისმეტყველი განცხადება გააკეთა – „თუ მე დავწერ და საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტან ყველა სიმართლეს,რაც კი ამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შევიტყვე,მინიმუმ ექვსას ადამიანს ჩემი ჩათვლით,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების (რიო-დე ჟანეიროდან სიეტლამდე) ციხის საკნებში მოგვიწევს წლების გატარებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)