დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ცნობილია,რომ ჯადოქრობასა და მწვალებლობაში ბრალდებულმა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ქალმა – ჟანა დ’არკმა,მის წინააღმდეგ გამართულ 12 სასამართლო სხდომაზე,რომელთაც ბურგუნდიის ჰერცოგის – ფილიპე III-ის ნდობით აღჭურვილი ფრანგი ეპისკოპოსი და პარიზის უნივერსიტეტის ყველაზე სახელოვანი თეოლოგი – პიერ კოშონი ხელმძღვანელობდა, 383 დასმულ შეკითხვაზე გასცა პასუხი.ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ლეგენდის თანხმად,მას შემდეგ,რაც ჟანა დ’არკი სიკვდილით იქნა დასჯილი,პიერ კოშონი სინდისის ქენჯნამ შეაწუხა,რის გამოც მიიღო გადაწყვიტილება,თავისი დანაშაული როგორმე გამოესყიდა.დაასახელეთ,რა მოიმოქმედა პიერ კოშონმა დანაშაულის გამოსასყიდად?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: კომუნა ლიზიოში საკუთარი სახსრებით ააგო ღვთისმოშობლის სახელობის ტაძარი.