რატომ უწოდეს ასტოლფ დე კუსტინს – ძაღლი?

1839 წელს,რუსეთის იმპერატორის – ნიკოლოზ I-ის მიწვევით რუსეთის იმპერიას ცნობილი ფრანგი არისტოკრატი,მწერალი და მოგზაური – ასტოლფ დე კუსტინი (1790-1857 წლები) ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთში,რევოლუციის შემდგომ განხორციელებული ტერორის მიმდინარეობისას იაკობინელებმა სიკვდილით დასაჯეს ასტოლფის მამა და ბიძა,რამაც 21 წლის ასაკში მყოფს აიძულა სამშობლოს გასცლოდა და მოგზაურობის მოყვარულს ევროპის მასშტაბით მოგზაურობა დაეწყო.თუმცა ბედმა კუსტინს არც ეს ტრაგედია აკმარა და ქორწინებიდან ორიოდე წლის გასვლის შემდგომ მეუღლე და პატარა ვაჟი დაკარგა.ასეთმა სვებედმა ფრანგი არისტოკრატი ღრმად რელიგიური გახადა.მანამდე კი მას ბისექსუალურ მიდრეკილებებში სდებდნენ ბრალს,რამაც კუსტინის ავტორიტეტი ერთობ დასცა.იგი სასაცილოდ აიგდეს,მაგრამ არა ინტელექტუალებმა.ამ თავზარდამცემი ფაქტის გახმაურების შემდგომ მას დიდებული ურთიერთობები გააჩნდა ისეთ კორიფეებთან,როგორებიც გახლდნენ – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე,რომელთანაც რამდენიმე თვის განმავლობაში იცხოვრა კიდეც, თეოფილ გოტიე, ბალზაკი, სტენდალი, შატობრიანი და ფრედერიკ შოპენი.

რუსეთის იმპერიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ასტოლფმა პარიზში ორ ტომად გამოსცა წიგნი,სახელწოდებით – „რუსეთი 1839 წელს”,რომელიც იმთავითვე იქცა დიდი სკანდალისა და დავი-დარაბის მიზეზად.აღნიშნულ ქმნილებაში კუსტინმა არა მხოლოდ რუსეთის იმპერია,სახელმწიფო ბიუროკრატიული ტირანია და მასპინძელი – ნიკოლოზ I, არამდე რუსი ხალხიც ერთობ აუგად და აგდებულად მოიხსენია. „რუსები ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალონ ცივილიზებულ ხალხადო”, – წერდა ავტორი,რომელიც იქვე ამატებდა – „რუსები არიან თათრები სამხედრო მწყობრში – არც მეტი და არც ნაკლებიო”. (ავტორი გენია.ჯი) რუსეთის იმპერიაში მოგზაურობის დროს ასტოლფმა დაადგინა ის,თუ რატომ უზღუდავდა ნიკოლოზი უცხოელებს ამ უზარმაზარ იმპერიაში მოგზაურობას თითქმის 20 წლის მანძილზე. „რამდენადაც უზარმაზარი არ უნდა იყოს ეს იმპერია,ის სხვა არა არის რა,თუ არა საპყრობილე,რომლის გასაღები იმპერატორთან ინახება.დედამიწის მესამედის საპყრობილის ზედამხედველი კი იმპერატორი – ნიკოლოზ პირველიაო”, – გადმოგვცემდა ფრანგი მოგზაური.შესაბამისად,ირკვევა ისიც,რომ მეფის რუსეთისათვის – „ხალხთა საპყროპილე” პირველად ლენინს არ უწოდებია,როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი (ეს ისე ცნობისთვის).

ასტოლფ დე კუსტინის მიერ გამოქვეყნებული წიგნის – „რუსეთი 1839 წელს” გაყიდვა და გავრცელება იმთავითვე აიკრძალა მეფის რუსეთში.გამოჩენილმა რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ და სწავლულმა – ვალენტინ ჟუკოვსკიმ კი,რომელიც წყიბილებიდან გამოიყვანა ფრანგი ავტორის წიგნის წაკითხვამ,დე კუსტინს – „ძაღლი” უწოდა.რუსეთის იმპერიისაგან განსხვავებით,ასტოლფის სიცოცხლეშივე მისი ქმნილება იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა დასავლურ ქვეყნებში,რომ იგი რამდენიმე ათეულჯერ გამოსცეს.მეფის რუსეთი იძულებულიც კი გახდა სპეციალურად დადგმული კონტრპროპაგანდისტული კამპანია ეწარმოებინა ასტოლფისა და მისი წიგნის მიმართ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>