პრინცი ჟუზე – „ეპიზოდი”
ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნის სამეფო დინასტიებში,სისხლთაღრევის უბინძურეს ტრადიციას საუკუნეების მანძილზე ჰქონდა ფესვი გადგმული პორტუგალიის სამეფო დინასტიაშიც. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ბრაგანსის სამეფო დინასტიიდან – პრინცი ჟუზე (1761-1788 წლები) სულ რაღაც თხუთმეტი წლის ასაკში დააქორწინეს იძულების წესით პორტუგალიის მეფის ჟუზე I-ის უმცროს ქალიშვილზე – ბენედიქტა პორტუგალიელზე.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ქორწინების ჟამს 30 წლის ასაკში მყოფი პატარძალი 15 წლით უფროსი იყო ნეფეზე.თუმცა კიდევ უფრო ნიშანდობლივი და ამაზრზენი გახლდათ ის,რომ ბენედიქტა ჟუზეს დედის,პორტუგალიის დედოფლის – მარია I შეშლილის ღვიძლ დას წარმოადგენდა.დისშვილისა და დეიდის ქორწინება როგორც ხდება ხოლმე სისხლთაღრევის ჟამს,წარუმატებელი აღმოჩნდა,რასაც ისიც მოწმობს,რომ ისინი უშვილძიროდ გადაეგნენ.აქვე შევნიშნოთ ისიც,რომ პრინცი ჟუზეს დედა – მარია I შეშლილიც საკუთარი ვაჟის მსგავსად უახლოეს ნათესავზე,ბიძაზე – პედრუ III-ზე იყო დაქორწინებული. – (ავტორი გენია.ჯი)
ბენედიქტა პორტუგალიელი