კალიგულა – „ეპიზოდი”
ცნობილია,რომ რომის იმპერიის შიზოიდი იმპერატორი – კალიგულა (12-41 წლები),თავისი წინამორბედისაგან – ტიბერიუსისგან განსხვავებით,რომელიც ერთობ ეკონომიურად მოიხმარდა სახელმწიფო სახსრებს,რომის იმპერიის ბიუჯეტის ძალიან უყაირათო მფლანგველი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ტიბერიუსის მიერ დაზოგილ ფინანსებს კალიგულა დროსტარებებში,ორგიებში,გლადიატორთა ბრძოლების მოწყობებსა და სხვა უამრავ უაზრო ღონისძიებებში ხარჯავდა.ბიუჯეტისადმი ასეთმა უყაირათო დამოკიდებულებამ რომის იმპერიის მთავარი სალარო თითქმის სრულიად გამოაცარიელა.იმისათვის რომ კალიგულას დაცარიელებული სალარო როგორმე კვლავ შეევსო,რამდენიმე მეთოდს მიმართა.მათ შორის ერთ-ერთი მეთოდი გახლდათ ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებული მდიდარი რომაელების ქონების კონფისკაცია.თუმცა შიზოიდი იმპერატორის ფანტაზია კიდევ უფრო შორს წავიდა.კალიგულას მიერ გამოცემული ბრძანებულების თანახმად,რომის იმპერიის ყოველი მდიდარი მოქალაქე ვალდებული ხდებოდა შეედგინა ანდერძი,სადაც უცილობლად უნდა მიეთითებინა ის,თუ,რა ნაწილს გადასცემდა გარდაცვალების შემთხვევაში იგი თავისი ქონებიდან ქვეყნის მმართველს.იცოდნენ-რა კალიგულას უსასტიკესი და შურისმაძიებელი ხასიათი,მდიდარი რომაელები მაქსიმალურად ცდილობდნენ,რომ იმპერატორი არ განერისხებინათ. – (ავტორი გენია.ჯი)