ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”
გაერთიანებული რუსეთის პირველმა და უსასტიკესი თვისებების მქონე მეფემ – ივანე IV მრისხანემ (1530-1584 წლები) ყირიმში წარგზავნილ მაცნეს – ნიკიტა გოლოხვასტოვს 1570 წელს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) სიკვდილით დასჯა ამ პათოლოგი მეფის მმართველობის ჟამს უჩვეულო მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენდა,თუმცა სიკვდილით დასჯის იმ მეთოდით,რომელიც გოლოხვასტოვის შემთხვევაში იქნა გამოყენებული,რუსეთის სამეფოში მანამდე არასოდეს არავინ დაუსჯიათ: სასიკვდილოდ განწირული მსჯავრდებული ჯალათებმა მჭიდროდ დააბეს დენთით სავსე კასრის სახურავზე,რის შემდგომაც იგი ფითილის გამოყენებით ააფეთქეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ეს საშინელი სიკვდილით დასჯის მეთოდი უშუალოდ რუსეთის ოდიოზი მონარქის მიერ იქნა შემოღებული სლავებით დასახლებულ ქვეყანაში.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ ანალოგიური მეთოდით ივანე მრისხანემ სიკვდილით დასაჯა არაერთი სასულიერო პირიც.ერთ-ერთი სასულიერო პირის შესახებ,რომელიც დენთით სავსე კასრის გამოყენებით უნდა გაესტუმრებინათ იმიერში,ივანე მრისხანეს ასეთი სახის მკრეხელური განცხადებაც კი გაუკეთებია: „დაე,ანგელოზების მსგავსად,უმალვე აფრინდეს ზეცაშიო”. – (ავტორი გენია.ჯი)