უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”

„მე მაქვს ყველაფერი,რაც კი ცხოვრებისათვის არის აუცილებელი: ცხელი აბაზანა,ცივი შამპანური და ძველი კონიაკი”. – წერდა 1915 წელს თავის უმცროს ძმას – ჯონის ალკოჰოლურ სასმელებზე ფანატიკურად შეყვარებული დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრი – უინსტონ ჩერჩილი (1874-1965 წლები).სპირტიანი სასმელებისადმი განსაკუთრებული სიყვარული ამ უდიდეს პოლიტიკოსს მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განელებია.ტანჯავდა თუ არა ჩერჩილს ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებულება? როგორც ჩანს არც თუ ისე. „მე ალკოჰოლისაგან გაცილებით მეტი მივიღე,ვიდრე მან წაიღო ჩემგან”. – უინსტონის მიერ სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე წარმოთქმული ეს სიტყვები ნათლად მეტყველებს მის დამოკიდებულებაზე სპირტიანი სასმელების მიმართ.ამიტომაც მიიჩნევენ დღემდე სერ უინსტონ სპენსერ-ჩერჩილს – „XX საუკუნის ყველაზე მთავარ ბრიტანელ ალკოჰოლიკად”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>