ილიუი ჩუცაის შესახებ…

მონღოლთა იმპერიაში განუზომლად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გონიერებით სახელმოხვეჭილი მონღოლი სახელმწიფო მოღვაწე,სწავლული და ჩინგიზ-ყაენის პირადი მრჩეველი - ილიუი ჩუცაი (1189-1243 წლები).სწორედ ამ კაცის სახელთან არის დაკავშირებული მონღოლეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიების მართვის შესანიშნავი ორგანიზება. (ავტორი გენია.ჯი) ჩინური კლასიკური განათლების მქონე ილიუის მიმართ თავის დადებით დამოკიდებულებას არ მალავდა თავად ჩინგიზ-ყაენიც.ჩუცაი ყაენის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და შესაბამისად,მის რჩევებს მბრძანებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.ილიუი ჩინგიზს დაპყრობილ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობის განადგურებისაგან თავის შეკავებას ურჩევდა და ამ მოსაზრებას მათემატიკური გაანგარიშებით უმტკიცებდა დიდ ყაენს.იგი ჩინგიზს არწმუნებდა,რომ,რაც უფრო ნაკლებ ადამიანს გამოასალმებდა წუთისოფელს დაპყრობილ ქვეყნებში,მით უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემოდათ მონღოლებს მათგან გაცილებით დიდი რაოდენობის გადასახადები მიეღოთ.თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი,რაც ჩუცაის სახელთან არის დაკავშირებული,გახლავთ ის,რომ მისი უშუალო ინიციატივით ჩინეთიდან მონღოლეთის იმპერიაში გადმოღებული იქნა გამოცდები,რომელიც იმ ადამიანებზე იყო გათვლილი,რომელთაც სახელმწიფო თანამდებობებზე მოხვედრის პრეტენზია გააჩნდათ. და კიდევ,ჩუცაიმ გამოცდებში ჩართვის უფლება მიანიჭა არა მხოლოდ თანამემამულეებს,არამედ სამხედრო ტყვეებსა და მონებსაც კი.იმ შემთხვევაში კი,თუ მეპატრონე თავის დაქვემდებარებაში მყოფ მონას გამოცდების ჩაბარებაში ხელს შეუშლიდა,სიკვდილით დაისჯებოდა.თავის მხრივ,ასეთმა მიდგომამ მონღოლთა იმპერიაში განათლების დონე ერთიორად აამაღლა,რაშიც რაღა თქმა უნდა უდიდესი წვლილი ჩინგიზის ინტელექტუალ მრჩეველს მიუძღოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>