„არა, არ მესმის ეს სიტყვები”

„მოკვდომა, ბნელსა და ვიწრო სამარეში ჩაფვლა? მე მყავდა მეგობარი ქალი, რომელიც ჩემს სიჭაბუკეში ყველაფერს მერჩია, იგი მიიცვალა და მე მისი ცხედარი სამარემდის მივაცილე.ვხედავდი, როგორ ჩაუშვეს კუბო საფლავში, მესმოდა, როგორ დააყარეს ნიჩბით მიწა და კუბომ ყრუდ დაიგრუხუნა, ასე გრუხუნებდა კუბო უფრო და უფრო, ვიდრე მთლად არ დაიფარა მიწით.

 ვიდექი სამარის კიდესთან ამღვრეული, გარღვეული, შემკრთალი, მთელი ჩემი შინაარსება აფორიაქებული იყო, მაგრამ მე არ ვიცოდი, როგორ მოხდა ეს ყოველივე, როგორ შეემთხვა ეს მას, ან მე როგორ შემემთხვევა ოდესმე სიკვდილი?

საფლავი?

არა, არ მესმის ეს სიტყვები”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>