ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
1782 წლის 27 ოქტომბერს იტალიის ერთ-ერთ უმსხვილეს საპორტო ქალაქ გენუაში არსებულ პასო დი გატა მორას ქუჩაზე,რაც თარგმანით „შავი კატის ქუჩას” აღნიშნავს,ქვეყნიერებას მოევლინა ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე,გიტარისტი და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,გვარი პაგანინი მომდინარეობს სიტყვიდან – „paganus”,რაც თავის მხრივ, – „წარმართის” აღნიშნიშვნელი სიტყვაა.ნიკოლო ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა ისეთი თანდაყოლილი იშვიათი გენეტიკური დაავადებით,როგორიც გახლავთ – „მარფანის სინდრომი” (მეთხუთმეტე ქრომოსომაზე არსებული ფიბრილინის გენის მუტაცია).ამასვე ადასტურებს პაგანინის მკურნალი ექიმი – ფრანჩესკო ბენატიც,რომელიც გადმოგვცემდა,რომ ვირტუოზ მევიოლინეს მარცხენა მხარი მარჯვენა მხარზე ექვსი დიუმით (თხუთმეტი სანტიმეტრით) მაღალი ჰქონდაო.ეს ფიზიკური ზადი (დეფორმირებული მხრები) განსაკუთრებით მაშინ ხდებოდა თვალსაჩინო,როდესაც მუსიკოსს ორივე ხელი ჩამოშვებული ჰქონდა.ასეთ შემთხვევაში ისე მოგეჩვენებოდათ,თითქოს პაგანინის ერთი ხელი მეორეზე მოგრძო იყო.ნიკოლოს ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე (რის გამოც მას „ურჩხულსაც” კი უწოდებდნენ) ბენატი გაოგნებული იყო იმით,თუ როგორ ახერხებდა იგი არა მხოლოდ ვირტუოზულად,არამედ უბრალოდ დაკვრასაც კი ვიოლინოზე.ალბათ ბევრისათვის უცნობია,რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე სატანიზმში,ერესსა და სხვა ათას საშინელ დანაშაულში ბრალდებულ მევიოლინეს,რომლის ცხედრისთვისაც რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ერთი საფლავიც კი არ გაიმეტა, 1827 წელს რომის პაპმა კათოლიკური ეკლესიის დოგმების გავრცელებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის ვატიკანის ჯილდოების იერარქიაში მეორე პოზიციის მქონე – „ოქროს დეზების ორდენი” გადასცა. – (ავტორი გენია.ჯი)
რომის პაპის მიერ ნიკოლო პაგანინისათვის მინიჭებული „ოქროს დეზების ორდენი”