ფრანსუა მიტერანი – „ეპიზოდი”
ერთადერთი სოციალისტი პრეზიდენტი,რომელიც საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, – ფრანსუა მორის ადრიენ მარი მიტერანი (1916-1996 წლები) მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ადამიანებზე ევთანაზიის პროცედურის ჩატარებას (უკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თოვნით). (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ბედის ირონიით,სიცოცხლეს მიტერანიც ევთანაზიით გამოეთხოვა.მოგვიანებით პრეზიდენტის პირადმა ექიმმა – კლოდ გიუბლერმა გამოაქვეყნა წიგნი,სახელწოდებით – „დიდი საიდუმლო”,სადაც ხაზი გაუსვა იმას,რომ მიტერანი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მმართველობის მთელს პერიოდში (1981-დან 1995 წლამდე) – პროსტატის კიბოთი დაავადებული განაგებდა ქვეყანას.ეს სენსაციური ფაქტი საფრანგეთში დიდი შოკის მომგვრელი მოვლენა გახდა.გარდა ამისა,გიუბლერმა აღიარა ისიც,რომ საფრანგეთის სპეცსამსახურები აიძულებდნენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ყალბი ბიულეტენები გაეცა.ოფიციალური მონაცემების თანახმად,ფრანსუა მიტერანი პროსტატის კიბოს შედეგად აღესრულა,თუმცა სინამდვილეში იგი მისივე თხოვნით ჩატარებული ევთანაზიის მსხვერპლი გახდა.გაირკვა ისიც,რომ ფრანსუას სასიკვდილო ინექცია ერთ-ერთმა მედიკოსმა ქალმა გაუკეთა,რომლის სახელიც დღემდე გასაიდუმლოებულია.ამ ფაქტს მიტერანის ვაჟის ერთი მეტად საეჭვო შინაარსის მქონე განცხადებაც ადასტურებს – „ერთადერთმა ადამიანმა იცის,რაც მოხდა,მაგრამ ის ამას არასოდეს იტყვისო”. – (ავტორი გენია.ჯი)