სიმონ არველაძე – „მალე მოვა”
როდის იყო ძველი ქართლი
ბედნიერი თავის სვეთი,
მრავალს სურდა,ზოგს კი ჰქონდა
ზესიმართლე სხვაზე მეტი.
საქართველოს დღეს სჭირდება
ის ღრმა რწმენა და იმედი,
მოგვევლინოს სხვა ილია,
როგორც ის მესამე სვეტი.
სამწუხაროდ,ჯერ არა ჩანს
(ვინ დაწყევლა ჩვენი ბედი),
უხვს და მდიდარს გვირჩევნია,
ღირსება რომ ჰქონდეს მეტი.
რა სიკეთე ნახა იმან,
ვინც იკითხა მარქსი მეტი,
ერის წიაღიდან მოვა
გმირი,ამის მაქვს იმედი.
მალე მოვა სხვა ილია,
ძლიერთ გონით,თავის „მეთი”,
ის იქნება წინამძღოლი
და მესამე ფუძე-სვეტი,
ბურჯად უდგეს საქართველოს,
ვით ქომაგი,გმირი მწეთი.