ეგვიპტის ფარაონების შესახებ…
უძველესი ეპოქების ეგვიპტე თვალნათელი მაგალითია იმისა,თუ რა საშინელ შედეგებამდე მიყავდა ეგვიპტის ფარაონები მათში ფესვგადგმულ ისეთ არაადამიანურ და ბილწ აქტს,როგორიცაა – სისხლთაღრევა (ინცესტი).იმისათვის,რომ ფარაონებს სამეფო სისხლის „სიწმინდე” დაეცვათ,ძმები დებზე ქორწინდებოდნენ.სისხლთაღრევა კი,როგორც წესი მათ მომავალ თაობებს ჰემოფილიის გენეტიკური სენით აავადებდა. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ცნობილია,რომ ეგვიპტის ფარაონი XVIII დინასტიიდან – ამენჰოტეპ IV ერთობ სპეციფიკური შესახედაობით იყო გამორჩეული.ნეფერტიტი,რომელიც ამენჰოტეპის ღვიძლი დაც იყო და ცოლიც,ქმრის მსგავსად ერთობ უშნო გარეგნობის მატარებელი ყოფილა.ეგვიპტის დიდ დედოფალს თავის ქალის ზედა ნაწილი ზომაზე ორჯერ წაგრძელებული ჰქონია,რის გამოც იგი იძულებული გამხდარა მთელი ცხოვრების განმავლობაში მაღალი თავსაბურავი ეტარებინა.ინცესტის შედეგად ქვეყნიერებას მოვლენილი – ტუტანჰამონი,რომელიც სულ რაღაც 18 წლის ასაკში გარდაიცვალა და, რომელმაც შთამომავლობის დატოვებაც კი ვერ მოასწრო,ძვლების საშინელი დაავადებით იტანჯებოდა.საკუთარ დაზე – ანხესენამონზე დაქორწინებულ ფარაონს ხელჯოხის გარეშე გადაადგილება არ ძალუძდა და, როგორც ირწმუნებიან,სახის მიტრიალება მთელი ტანით შემობრუნების გარეშეც კი არ ძალუძდაო.სწორედ ამიტომაც სახავდნენ ხელოვანები ტუტანხამონს ყოველთვის მჯდომიარე მდგომარეობაში,მათ შორის თვით მშვილდის სროლის მომენტშიაც. – (ავტორი გენია.ჯი)