ვენეცია – „ეპიზოდი”
ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში განთავსებული „არხების ქალაქად” წოდებული ქალაქის – ვენეციის მფარველ წმინდანს სახარების ერთ-ერთი დამწერი წმინდა მოციქული – მარკოზ მახარებელი წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, ლომი,რომელიც მარკოზ მახარებლის სიმბოლოს წარმოადგენდა,ვენეციელებმა თავიანთი ქალაქის უმთავრეს სიმბოლოდაც აქციეს.ცნობილია ისიც,რომ წმინდანის რამდენიმე ნაწილი დაცულია ვენეციის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულ ქალაქის უმთავრეს სალოცავში – წმინდა მარკოზის სახელობის საკათედრო ტაძარში.მაგრამ საინტერესო და გაუგებარია ის გარემოება,თუ რატომ აირჩია ქალაქმა მფარველად ისეთი წმინდანი,რომელსაც ფეხიც კი არ დაუდგამს არასოდეს ვენეციაში,რადგან წმინდა მარკოზ მახარებლის მოღვაწეობის პერიოდში ვენეცია საერთოდ არ არსებობდა და შესაბამისად,არც წმინდანმა იცოდა რაიმე ვენეციის არსებობის შესახებ. – (ავტორი გენია.ჯი)
წმინდა მარკოზ მახარებელი თავის სიმბოლოსთან – ლომთან ერთად