ბენჯამინ ფრანკლინი – „ეპიზოდი”
თუკი სპირტიანი სასმელების მოყვარული დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ ჰემინგუეი წერდა -„მე იმიტომ ვსვავ,რომ გარშემომყოფები ჩემთვის საინტერესო გახდნენო”,აშშ-ის ისტორიაში უდიდესი წვლილის დამდები სახელმწიფო მოღვაწე - ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790 წლები) თავის ტრფიალს ალკოჰოლური სასმელების მიმართ შემდეგი სიტყვებით ხსნიდა – „ღვინოში სიბრძნეა,ლუდში – თავისუფლება,წყალში კი – ბაქტერიებიო”.ცნობილია,რომ ფრანკლინის უსაყვარლეს სპირტიან სასმელს – მაგარი ღვინო (ჩვენებურად რომ ვთქვათ – ნატური ღვინო) წარმოადგენდა,რომელსაც თავადაც აყენებდა.ისტორიკოსები იმასაც კი ირწმუნებიან,რომ მას შემდეგ,რაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია იქნა მიღებული,ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა აშშ-ის დამფუძნებელმა მამებმა – ტომას ჯეფერსონმა, ჯორჯ ვაშინგტონმა, ჯონ ადამსმა და ფრანკლინმა სწორედ მაგარი ბენჯამინის მიერ დაყენებული ნატური ღვინით აღნიშნესო. – (ავტორი გენია.ჯი)