იცით თუ არა,რომ
1. 1167 წელს ინგლისის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანებულება,რომლის თანახმადაც ინგლისის მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ პარიზში სწავლა.აღნიშნულმა ბრძანებულებამ თავის მხრივ,სორბონის უნივერსიტეტიდან ინგლისელი სტუდენტების ოქსფორდის უნივერსიტეტში მასობრივი გადინება გამოიწვია.ირწმუნებიან,რომ სწორედ ინგლისის ხელისუფლების მიერ გამოცემულმა ბრძანებამ განაპირობა ოქსფორდის უნივერსიტეტის შემდგომი განვითარება და მისი საგანმანათლებლო ცენტრად ქცევა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სამხრეთ აზიაში განთავსებულ ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში ჩვენგან განსხვავებით წელიწადის ექვსი დრო აქვთ. ესენია: ზაფხული, წვიმიანი სეზონი, შემოდგომა, გვიანი შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული.
* * *
3. პირველი კათოლიკე,რომელიც დუბლინში განთავსებულ საყოველთაოდ ცნობილ – „ტრინიტი კოლეჯს” ჩაუდგა სათავეში, – ტომას ნოელ მიტჩელია.იგი 1991 წელს იქნა არჩეული მსოფლიოში ერთადერთი კოლეჯ-უნივერსიტეტის რექტორად.ცნობისათვის, 1970 წლამდე რომის კათოლიკური ეკლესია რეკომენდაციით მიმართავდა მრევლს,მისი კურთხევის გარეშე სწავლა არ დაეწყოთ ტრინიტი კოლეჯში.
* * *
4. ბენგალურ ენაზე პირველი პოეტური ნაწარმოებია VIII-XII საუკუნეებს შორის შუალედში დაწერილი პოეტური ქმნილება – „ჩარიაპადა”.
* * *
5. გერმანული კათოლიციზმის ცენტრად საუკუნეების განმავლობაში ულამაზესი გერმანული ქალაქი – კიოლნი მიიჩნეოდა.
* * *
6. ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებლის – ბოლონიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გახლდნენ ისეთი სახელოვანი ადამიანები,როგორებიც იყვნენ – დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ნიკოლოზ კოპერნიკი, ულრიხ ფონ გუტენი, ლეონ ბატისტა ალბერტი, ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა და სხვები.
* * *
7. რუსეთის მეოთხე იმპერატორი – ანა იოანეს ასული რომანოვი ალკოჰოლური სასმელების დიდი მოყვარული იყო და მისი ბიოგრაფების ცნობით,დროის დიდ ნაწილს სპირტიანი სასმელების თრობის ქვეშ ატარებდა.
* * *
8. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ფრანც შუბერტის მიერ მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული კათოლიკური ჰიმნის (დაიწერა 1825 წელს) – „ავე მარიას” ნამდვილი სახელწოდება გახლავთ – „ელენას მესამე სიმღერა”.
* * *
9. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას საბჭოთა ხელისუფლებამ მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებულებისაგან დააკომპლექტა ეგრეთ წოდებული – „საჯარიმო ბატალიონები”,რომლებიც ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთებზე იგზავნებოდნენ (უმეტესობა დაიღუპა).საყურადღებოა,რომ აღნიშნული ბატალიონები არა მხოლოდ მამაკაცებისაგან იყო დაკომპლექტებული,არამედ მანდილოსნებისგანაც. „საჯარიმო ბატალიონებში” სუსტი სქესის წარმომადგენლების გაწევრიანება მხოლოდ 1943 წელს იქნა აკრძალული.
* * *
10. რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის ამერიკელ ლიდერს – მარტინ ლუთერ კინგს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია – 35 ასაკში ყოფნისას მიენიჭა. – (ავტორი გენია.ჯი)