ძლევამოსილი მონღოლთა არმია – „ეპიზოდი”
თავისი ზეობის მწვერვალზე მყოფ მონღოლთა იმპერიის უმკაცრეს დისციპლინას დაქვემდებარებულ ძლევამოსილ არმიაში,შიდაგანაწესის მცირეოდენი დაღვევაც კი სასტიკად ისჯებოდა.თუმცა აქვე შევნიშნავ,რომ მონღოლი მებრძოლისათვის არმიაში დამკვიდრებული შიდაგანაწესის დარღვევა ისედაც სირცხვილთან იყო ასოცირებული და შესაბამისად,ასეთი ფაქტები არც კი ფიქსირდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში,თუ ბრძოლის ველზე მონღოლი მეომარი ილაჩრებდა,არა მარტო მას სჯიდნენ სიკვდილით,არამედ სიკვდილით სჯიდნენ იმ ათეულის წევრებსაც,რომელთა შემადგენლობაშიც იგი ირიცხებოდა.ასეთივე სასტიკი მეთოდი მოქმედებდა ასეულების დონეზედაც.ამიტომაც არ არსებობს მონღოლურ ენაში სიტყვა – „უკან”.სიტყვა,რომელიც მონღოლეთში დღემდე სამარცხვინო გაქცევასთან და ლაჩრულ სიკვდილთან არის ასოცირებული.ქართული ჯარის მსგავსად (ჩვენდა საუბედუროდ),ამ ცხენოსანი არმიის ძლევამოსილებას წინ ვერ აღუდგა ჩინეთის, ხვარაზმის, არაბთა ხალიფატის, ბულგარეთის, კიევის რუსეთის… არმიები. ამიტომაც იყო მონღოლთა არმია შუა საუკუნეების ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ძალა დედამიწაზე. – (ავტორი გენია.ჯი)