მარსელ პრუსტის შემოქმედების შესახებ…
უდიდესი ფრანგი მწერლის,მოდერნიზმის მამამთავრის და დეკადენტური რომანის ფუძემდებლის - მარსელ პრუსტის (1871-1922 წლები) მიერ 1913 წელს გამოქვეყნებული რომანი “სვანის მხარეს”,რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა ციკლს რომანისა “დაკარგული დროის ძიებაში”,თავად ავტორის მიერ იქნა რედაქტირებული.2000 წლის ივლისში, მარსელ პრუსტის მიერ რედაქტირებული ზომოაღნიშნული რომანი,გატანილ იქნა ერთ-ერთ ლოტად,მსოფლიოში ცნობილ – “კრისტის აუქციუნზე”,რა დროსაც იგი გაყიდულ იქნა 663 750 ფუნტ-სტერლინგად,რაც 1 008 900 ამერიკული დოლარის ექვივალენტია.აღსანიშნავია,რომ მარსელ პრუსტის მიერ რედაქტირებული აღნიშნული რომანი,დღემდე მიჩნეულია,როგორც ყველაზე სარეკორდო თანხად გაყიდული “ფრანგული ლიტერატურის ხელნაწერი”,რაც კი ოდესმე გაყიდულა. (ავტორი გენია.ჯი) აქვე ცნობილია ისიც,რომ საფრანგეთის მასშტაბით 1999 წელს,ქვეყნის ყველაზე დიდმა “წიგნის მაღაზიებმა”,ჩაატარეს გამოკითხვა XX საუკუნის 50 საუკეთესო ნაწარმოების დასახელებაში.რა დროსაც გაირკვა,რომ ფრანგმა მკითხველმა – მარსელ პრუსტის რომანების ციკლი “დაკარგული დროის ძიებაში”,დიდი ფრანგი მწერლის – ალბერ კამიუს (1913-1960 წლები),მიერ 1942 წელს დაწერილი შესანიშნავი რომანის: “უცხო”-ს,შემდეგ მეორე ადგილი დააყენა.მარსელ პრუსტის სახელის საპატივცემულოდ,ასტროლოგებმა ერთ-ერთ კრატერს პლანეტა “მერკურიზე”,მისი სახელი უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)