ვინ იყო იოჰან ფრიდრიხ სტრუენზე?
იოჰან ფრიდრიხ სტრუენზემ (1737-1772 წლები) სამედიცინო და ზოგადად რომ ვთქვათ,კარიერული აღმოავლობის გზაზე,პირველად ფეხი 1768 წელს შედგა.გერმანულ ქალაქ ჰაალეში დაბადებულ ახალგაზრდა ექიმს დანიისა და ნორვეგიის მეფესთან – კრისტიან VII-სთან ერთად მოუხდა მოგზაურობა საზღვარგარეთ. (ავტორი გენია.ჯი) იოჰანის პროფესიონალიზმმა,ნიჭიერებამ და დახვეწილმა მანერებმა არა მხოლოდ მეფეზე (რომელმაც იგი სამეფო კარის ლეიბ-მედიკოსად დანიშნა) მოახდინა დიდი შთაბეჭდილება,არამედ დედოფალ – კაროლინა მატილდაზეც.მალევე სტრუენზესა და დედოფალს შორის რომანი გაჩაღდა.შესაბამისად,ახალგაზრდა ექიმმა სამეფო კარზე გავლენაც მოიპოვა.ფსიქიკურად დაავადებულ კრისტიანს სახელმწიფო მართვის სადავეები ხელიდან გაექცა,რითაც კარგად ისარგებლა დედოფლის ფავორიტმა და სამეფოს ფაქტობრივი ძალაუფლება თავის ხელში აიღო.დედოფლის განსაკუთრებული მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა იოჰანმა უმალვე ისეთი დიდებული რეფორმების გატარება დაიწყო ქვეყანაში,რომლებმაც იმ პერიოდის ევროპაც კი აღაფრთოვანა: დანიისა და ნორვეგიის სამეფოში აიკრძალა სიკვდილით დასჯა, წამება, ფიზიკური დასჯა, მოიხსნა ცენზურა, გამოცხადდა სინდისისა და სიტყვის თავისუფლება, ციხეებში გამოსწორდა პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობები, და ზოგადად რომ ვთქვათ – მდგომარეობა; ღარიბი ფენის მოსახლეობისათვის აიგო საავადმყოფოები,სადაც მათ უფასოდ,სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობდნენ; კანონის თანახმად თანაბარუფლებიანი გახადა კანონიერად და არაკანონიერად შობილი ბავშვების უფლებები; გაუმჯობესდა ხომალდმშენებლობის ტემპები; (ავტორი გენია.ჯი) შეიქმნა ფინანსურად ძლიერი და მყარი სახელმწიფო ბიუჯეტი; აიკრძალა აზარტული თამაშები; რამდენადმე უფლებები შეეზღუდა საზოგადოების პრივილიგირებულ ფენას და ასე შემდეგ…
მიუხედავად ამისა,რიგმა რეფორმებმა,რომლებმაც ხალხის მხარდაჭერა ვერ ჰპოვეს,სტრუენზე არა მხოლოდ ქვეყნის მმართველობის სათავეებს ჩამოაცილა,არამედ დაკავებული და გასამართლებულიც იქნა.სტრუენზეს გავლენიანი მტრებით გაძლიერებულმა დანიურმა სასამართლომ სამეფოს ამაგდარ ექს-მმართველს „მისი უდიდებულესობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში” დასდო მსჯავრი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1772 წლის 28 აპრილს სტრუენზეს ჯერ ხელები მოკვეთეს,შემდეგ თავი და ბოლოს ცხენების საშუალებით ოთხად დაფლეთილი სხეულის ნაწილები საჩვენებელ ბორბალზე დაჰკიდეს.იმ დროს,როდესაც იოჰანს ასეთი ამაზრზენი მეთოდით ასალმებდნენ წუთისოფელს,ეშაფოტის ირგვლივ შეკრებილი ხალხის უზარმაზარ მასაში ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა ისეთი,ვინც მის სიკვდილს ხმადაბლა მაინც აპროტესტებდა. – (ავტორი გენია.ჯი)