„დამაკვირდი”
1. „ერთიანობის განცდა განსაკუთრებით ძლიერია ადამიანთა იმ ჯგუფში,რომელსაც სხვებზე ხშირად ესხმიან თავს”. – იურეკ ბეკერი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ადამიანს შეუძლია ამქვეყნად ცოცხალი ბიოლოგიური ორგანიზმის სახით სასრული და დროებითი ყოფნა აირჩიოს,მასზე ზრუნვით განისაზღვროს და არაფერი ეძიოს ამის იქით,ხოლო,მეორეს მხრივ,მას შეუძლია არ დასჯერდეს ამგვარ ყოფნას,არამედ მის იქით გაგრძელება,საბოლოო ანგარიშით,მარად ყოფნა,მარადიულობა აირჩიოს და ამქვეყნად მასში გასასვლელი გზა ეძიოს…” – ზურაბ კიკნაძე
* * *
3. „არის მოვლენები და საგნები,რომლებსაც ადგილი არ უნდა შეუცვალო”. – ვანო ჩხიკვაძე
* * *
4. „იმისათვის,რომ ყოფა ყოფას დაემსგავსოს,გარშემო მყოფმა ადამიანებმა გონივრული ცხოვრებით უნდა იცხოვრონ”. – შერვუდ ანდერსონი
* * *
5. „თუ გული არსაით მიგიწევს,ჯობს იქ დარჩე,სადაც უკვე ხარ”. – იურეკ ბეკერი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ღვთაებრივი თვალსაზრისით ადამიანი რაც მეტადაა სხვებთან,მით უფრო ახლოს არის საკუთარ თავთან”. – სემიუელ ბეკეტი
* * *
7. „მისი მიუწვდომლობის შეუძლებლობამ ჩაგვადენინა ეს უმძიმესი დანაშაული.როდესაც ღმერთი ერთი ხელის გაწვდენაზეა,ან უნდა მოკლა,ან – შეერწყა.ჩვენ ყოველთვის ვკლავთ”. – სემიუელ ბეკეტი
* * *
8. „გვახსოვდეს,ვინც ეგუება,ის გადარჩება,რადგან ადამიანის ყოფდა მეტი არაფერია,თუ არა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე”. – ლალი ბრეგვაძე-კახიანი
* * *
9. „ზოგს მათხოვარი მხოლოდ ხელგაშვერილი ადამიანი ჰგონია… არ შეცდე,გარეგნობამ არ მოგატყუოს,არავინ იცის,როგორი ან რამხელა გული დევს უკანასკნელ ღვთის გლახაში”. – ვანო ჩხიკვაძე
* * *
10. „ღმერთს ტყუილად არ მიუცია ადამიანისთვის ერთი ენა და ორი ყური: ცოტა ილაპარაკეთ და ბევრი მოისმინეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)