ელისაბედ I ტიუდორი – „ეპიზოდი”
„უმჯობესია მარტოხელა ღატაკი ვიყო,ვიდრე ქმრიანი დედოფალიო”, – ასე განუცხადა ინგლისისა და ირლანდიის „ქალწულ-დედოფლად” წოდებულმა – ელისაბედ I ტიუდორმა (1533-1603 წლები) თავის მეგობარსა და მომავალ ფავორიტ მამაკაცს – რობერტს დადლის. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისის სამეფო ტახტზე ტიუდორების უკანასკნელმა წარმომადგენელმა ქალმა ეს ფრიად უცნაური გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მიიღო და მას მერე აზრი აღარ შეუცვლია.როდესაც დედოფალს ახლობლები აღნიშნული საკითხის შესახებ ჩამოუგდებდნენ სიტყვას,იგი ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს იძლეოდა – „მონარქის სიტყვა და გადაწყვეტილება გაცილებით მეტს ნიშნავს,ვიდრე ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანის ფიციო”.ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სამეფოს დედოფალზე დაქორწინება სახელმწიფო მნიშვნელობის,ანუ პოლიტიკური საკითხი იყო,რის გამოც ელისაბედს ხელი იმ პერიოდის არაერთმა გავლენიანმა ადამიანმა სთხოვა.მათ შორის სამეფო გვარის წარმომადგენლებმა და მეფეებმა.როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან, „ქალწულ-დედოფალს” მისი მმართველობის ჟამს 26-ჯერ შეთავაზეს ქორწინება,რომელთაგანაც ელისაბედს არც ერთ მათგანზე არ მიუცია თანხმობა.დედოფალზე დაქორწინების დიდი სურვილი გააჩნდა გაერთიანებული რუსეთის პირველ მეფეს – ივანე IV მრისხანესაც და აქვე შევნიშნოთ ისიც,რომ ელისაბედი ერთადერთი მანდილოსანი იყო,რომელთანაც მიმოწერას აწარმოებდა სისასტიკით განთქმული რუსი მონარქი.მიუხედავად გულუხვი შეთავაზებისა,ჰენრიხ VIII-სა და ანა ბოლეინის ქალიშვილი ამ შემთხვევაშიც შეუვალი აღმოჩნდა და ივანეს სხვათა მსგავსად ქორწინება უარი განუცხადა. – (ავტორი გენია.ჯი)