პოლიტიკური შპიონაჟი – „ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,დიდ პოლიტიკაში ოპონენტების საწინააღმდეგოდ შპიონაჟის პრაქტიკის გამოყენების გარეშე წარმატების მიღწევა ყოვლად შეუძლებელ მოვლენას წარმოადგენს.საპრეზიდენტო არჩევნებზე,სადაც ქვეყნის მომავალ ხელისუფალს ირჩევენ,ზემოაღნიშნული პრაქტიკა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და ამის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითისათვის კი ერთ პატარა ისტორიას გაგაცნობთ: 1980 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები იმართებოდა,სადაც სოციოლოგთა მტკიცებით,ორ უმთავრეს კანდიდატს გააჩნდა გამარჯვების თანაბარი შანსი.ერთ კანდიდატს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი - ჯიმი კარტერი წარმოადგენდა,ხოლო მეორეს კი კალიფორნიის გუბერნატორი,ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი – რონალდ რეიგანი (1911-2004 წლები).დემოკრატ კარტერსა და რესპუბლიკელ რეიგანს შორის გამარჯვებულის ვინაობის გამოვლენა დიდწილად,მათ შორის გასამართ დებატებზე იყო დამოკიდებული.დებატებისას კანდიდატებს მოსახლეობისთვის თავიანთი საარჩევნო პროგრამებიც უნდა გაეცნოთ.პრეზიდენტ კარტერის გუნდი ამ უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი მოვლენისათვის საგანგებოდ მოემზადა – გამართული იქნა კონსულტაციები, შემუშავდა სცენარები, დამუშავდა ფორმულები, განისაზღვრა ის სიტყვები,რომელთაც ამომრჩეველზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება უნდა მოეხდინაა.ეს ყოველივე კი,თავის მხრივ,დეტალურად იყო გაწერილი ერთ ჟურნალში.მაგრამ დებატებამდე რამდენიმე დღით ადრე კარტერის საარჩევნო შტაბიდან ჟურნალი უგზო-უკვლოდ გაქრა,რამაც დემოკრატები დროის სიმცირის გამო გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. (ავტორი გენია.ჯი) დებატების მიმდინარეობისას კარტერის საარჩევნო შტაბის წევრთა ყურადღება რეიგანის მიერ წარმოთქმულმა იმ რეპლიკებმა მიიქციეს,რომელიც მათი გათვლებით აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს უნდა წარმოეთქვა.გარდა ამისა,ისინი გააკვირვა რეიგანის პროფესიონალურ დონეზე მომზადებულმა პასუხებმა და საარჩევნო დაპირებებმა,რომლებშიც ნათლად იკითხებოდა კარტერის შტაბის ხელწერა.
რეიგანმა კარტერი დებატებისას ბეჭებზე გააკრა,რამაც არა მხოლოდ რეიტინგი გაუზარდა,არამედ აშშ-ის მე-40 პრეზიდენტადაც კი აქცია იგი.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა.როგორც წესია ხოლმე,დროის დინებასთან ერთად მრავალი საიდუმლოც იშიფრება.ასე მოხდა ზემოაღნიშნულ შემთხვევაშიც.არქივების გახსნის შემდგომ დადგინდა,რომ კარტერის საარჩევნო შტაბში ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ შპიონაჟს.თუმცა ფართო საზოგადოებისათვის არ დაუსახელებიათ იმ პიროვნების ვინაობა,რომელიც რეიგანზე მუშაობდა. – (ავტორი გენია.ჯი)