ნკოსი ჯონსონი – „ბავშვი,რომელმაც მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალა”

„ბავშვი,რომელმაც მსოფლიო უკეთესობისაკენ შეცვალა”, – ასე მოიხსენიებენ დღემდე სამხრეთ აფრიკელ ბავშვს,სახელად – ნკოსი ჯონსონს,რომელიც დაბადებიდანვე შიდსის საშინელი ვირუსით იყო დაავადებული. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნიერებას 1989 წელს მოვლენილი ნკოსი ორი წლის ასაკში ანალოგიური სენის შედეგად დავრდომილმა დედამ შიდსით დაავადებულთა დახმარების ცენტრს მიაბარა,სადაც მასზე მზრუნველობა ცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიღო. 1997 წელს,იმ მოტივით,რომ ბავშვი შიდსის ვირუსით იყო დაავადებული,იოჰანესბურგის გარეუბან მელვილში არსებული სკოლის ადმინისტრაციამ ჯონსონის სკოლაში მიღებაზე უარი განაცხადა.შედეგად,ქალმა,რომელსაც ბავშვზე მზრუნველობა ჰქონდა აღებული,სარჩელით სასამართლოს მიმართა.აღნიშნულმა ინციდენტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია,რამაც შედეგად სკოლებისაკენ გზა გაუხსნა შიდსის საშინელი სენით დაავადებულ სხვა ბავშვებს. 11 წლის ასაკში მყოფი ნკოსი მიწვეული იქნა შიდსის საკითხზე მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე,სადაც მისმა ამაღელვებელმა მიმართვამ კაცობრიობისადმი,ჯონსონი იმ ბავშვების ერთგვარ სიმბოლოდ აქცია,რომელნიც ამ უსასტიკესი სენით ევლინებიან ქვეყნიერებას:

„განიცადეთ და მიგვიღეთ თქვენს რიგებში – ჩვენ ყველანი ადამიანური არსებები ვართ,ჩვენ ნორმალურები ვართ,გვაქვს ხელები,გვაქვს ფეხები,შეგვიძლია სიარული,შეგვიძლია ლაპარაკი,ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნილებები,ჩვენი ოცნებები,ისევე როგორც ყოველ თქვენგანს.ნუ გეშინიათ ჩვენი – ჩვენ ნამდვილად ისეთები ვართ,როგორც ნებისმიერი თქვენგანი”.

სამწუხაროდ,კონფერენციაზე გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში,ნკოსი ჯონსონი გარდაიცვალა.სამხრეთ აფრიკის ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა – ნელსონ მანდელამ,ისევე როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა,ძალიან განიცადა ბავშვის გარდაცვალება და ნკოსი ჯონსონს – „სიცოცხლისათვის ბრძოლის ხატი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>