ლუი XV დე ბურბონი – „ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,საფრანგეთისა და ნავარის მეფე – ლუი XV დე ბურბონი (1710-1774 წლები) ქალთა სქესის წარმომადგენლების მოტრფიალე მონარქი იყო.ცნობილია ისიც,რომ იგი უზარმაზარ თანხებს ახარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავის მრავალრიცხოვან საყვარლებს. (ავტორი გენია.ჯი) 1855 წელს გამოცემული გზამკვლევი,სახელწოდებით – „Notice du Musee de Versailes”,ირწმუნებოდა,რომ ლუიმ მარტო მადამ დე პომპადურს (მეფის მთავარი ფავორიტი ქალი) 36 მილიონი ლივრა დაახარჯა.გარდა მანდილოსნებისა,ლუის საყვარელი გასართობი ომების წარმოებაც გახლდათ,რაც თავის მხრივ,ქვეყნის ბიუჯეტს სრული გაპარტახებით ემუქრებოდა.იმისათვის,რომ დაცარიელებული სალარო შეევსო,მეფე მდიდარ თანამემამულეებს მოუწოდებდა არმიის შესანახად მათ ხელთ არსებული ფული და ძვირფასეულობა გაეღოთ.არანაკლები ტრფობით გამოირჩეოდა ლუი აზარტული თამაშების მიმართაც.ერთ დღეს საფრანგეთის არმიის მარშალმა – დ’ესტემ არა მხოლოდ სოლიდური თანხა წააგო მეფესთან ბანქოში,არამედ რამდენიმე მამულიც დაკარგა.ის იყო უიღბლო დ’ესტემ თამაშის შეწყვეტა დააპირა,რომ სახელოვანი მხედართმთავარი მონარქმა ერთობ მრავლიმეტყველი სიტყვით შეაჩერა: „მე,როგორც ვიცი,თქვენ კიდევ გაქვთ მამულები!”

სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხზე მიმდინარე დისკუსიისას აღნიშნული იქნა,რომ ქვეყნის მთავარი სალაროდან უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა უყაირათოდ.სწორედ მაშინ უთქვამს ლუის თავისი ყველაზე ცნობილი ციტატა – „ჩემს სიცოცხლეში მე მეყოფა,ხოლო ჩემი სიკვდილის შემდეგ თუნდაც წარღვნაც მოსულაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>