დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
პრუსიის სახელოვანი მეფის – ფრიდრიხ II დიდის ბიოგრაფიის დეტალურად გაცნობის შედეგად ვრწმუნდებით,რომ გერმანელი მონარქი ადამიანის „ოთხფეხა მეგობრებზე” – ძაღლებზე ფანატიკურად შეყვარებული პიროვნება იყო.ამის დასტურია ისიც,რომ განათლებული აბსოლუტუზმის პოზიციაზე მდგომ ფრიდრიხს სამეფო სასახლეში უძველესი ძაღლის ჯიშის – „იტალიური გრეიჰაუნდი”-ს 50 ეგზემპლარი ჰყავდა დაბინავებული.თუმცა მათგან პრუსიის მეფეს განსაკუთრებით მაინც ერთი მათგანი,სახელად – „ბიშე” უყვარდა,რომელსაც პატრონი ლაშქრობების დროსაც კი არ იშორებდა გვერდიდან.საინტერესოა ის გარემოება,რომ ბიშეს დასაფლავების სამგლოვიარო პროცესს,რომელიც ფრიდრიხის ბრძანებით ერთობ პომპეზური ხასიათის მატარებელი იყო,სხვა მრავალ გავლენიან პრუსიელ სახელმწიფო მოხელესთან ერთად თვალს ადევნებდა საყოველთაოდ ცნობილი ერთ-ერთი გენიალური ფრანგი მოაზროვნე,სწავლული და ფილოსოფოსი.დაასახელეთ,რომელმა ფრანგმა მოაზროვნემ გააცილა უკანასკნელ გზაზე პრუსიის მეფის საყვარელი ძაღლი?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ვოლტერი