მარლენ დიტრიხი – „ეპიზოდი”
ჰოლივუდის „მშვენებად” წოდებული დიდი გერმანელი კინომსახიობი და მომღერალი ქალი – მარლენ დიტრიხი (1901-1992 წლები) ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნებას ჰოლივუდურ კინოკომპანიასთან – „პარამოუნტ ფიქჩერზ კორპორეიშენ”-თან დადებული ხუთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდგომ აპირებდა,თუმცა ამ შუალედში იგი ხშირად სტუმრობდა გერმანიას. (ავტორი გენია.ჯი) ეს ასეც მოხდებოდა გერმანიის ხელისუფლებაში ფაშისტები რომ არ მოსულიყვნენ ჰიტლერის ხელმძღვანელობით.დიტრიხის ბიოგრაფების მიერ მოძიებული დოკუმენტური მასალებიდან ვგებულობთ,რომ მარლენი ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწარმოებდა მიმოწერას მესამე რაიხის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურასთან,პროპაგანდის რაიხსმინისტრთან – იოზეფ გებელსთან.მიზანთროპი გებელსი დიტრიხს გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრებასა და ფილმებში მონაწილეობას სთავაზობდა.ამის სანაცვლოდ კი სოლიდური თანხის გადახდას აღუთქვამდა.დიტრიხი იმთავითვე კატეგორიულ უარს აცხადებდა შეთავაზებული წინადადების მიღებაზე.ყოველი უარის შემდგომ პროპაგანდის მინისტრი კიდევ უფრო ზრდიდა თამასას (500 000 გერმანული მარკაც კი შესთავაზა),თუმცა მას შემდეგ,რაც მაინც ვერაფერი გააწყო,მუქარაზე გადავიდა.გერმანელი ფაშისტებისაგან მოსალოდნელი საფრთხიდან რომ თავი დაეცვა,დიტრიხი იძულებული გახდა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის თავშესაფარი ეთხოვა.თავდაპირველად (1936 წელს) მას, „დევნილის” სტატუსი მიანიჭეს,ხოლო 1939 წელს კი აშშ-ის სრულუფლებიანი მოქალაქეობაც გადასცეს.იმ დროს კი გერმანიაში „დიდ” მარლენ დიტრიხს პატარა ულვაშის მქონე „პატარა კაცის” ხელისუფლება სამშობლოს ღალატში სდებდა ბრალს. – (ავტორი გენია.ჯი)