ჯვაროსნები – „ეპიზოდი”
უკანასკნელი შანსი ჯვაროსნებს წმინდა მიწაზე პოზიციების გამყარებისა, 1256 წელს მიეცათ.აღნიშნულ წელიწადს მუსულმანურ სახელმწიფოებს აღმოსავლეთიდან რისხვად დაატყდათ თავს მონღოლთა ურდოები ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილის,უებრო მხედართმთავრის – ჰულაგუ-ხანის სარდლობით. (ავტორი გენია.ჯი) ჰულაგუ-ხანის არმიამ მოსრა არა მხოლოდ ბაღდათის ხალიფატი,არამედ მუსრი გაავლო ასასინებსაც.მონღოლებმა აიღეს და მიწასთან გაასწორეს ასასინების მთავარი ბაზა ირანში,მიუდგომელი – ალამუთის ციხე.დადგა სირიისა და ეგვიპტის ჯერი.სწორედ ამ დროს ჰულაგუ-ხანმა იერუსალიმში წმინდა მიწაზე გამაგრებულ ჯვაროსნებს ელჩები გაუგზავნა წინადადებით,ერთიანი კავშირით შებმოდნენ საერთო მტრებს.ტამპლიერების ზეგავლენით,რომლეთაც არ სურდათ მონღოლებთან კავშირი,ჯვაროსნებმა არა მხოლოდ შეთავაზებული წინადადება არ მიიღეს,არამედ ელჩებიც კი დაუხოცეს მონღოლთა მბრძანებელს.შესაბამისად,ჯვაროსნებსა და მათ შორის ყოველგვარი კონტაქტი გაწყდა.ამ ფაქტმა ერთის მხრივ,ეგვიპტელ მამლუქებს ერთობ გაუმარტივა მონღოლთა არმიის დამარცხება,ხოლო მეორე მხრივ კი,სასიკვდილო გამოუტანა ჯვაროსნებსაც. – (ავტორი გენია.ჯი)