დედოფალი მარგოს შესახებ…

ანრი II დე ვალუას ქალიშვილი, და ერთბაშად სამი მეფისა: ფრანსუა II, შარლ IX და ანრი III, მეუღლე საფრანგეთის მეფის ანრი IV-ისა – მარგარიტა დე ვალუა (1553-1615 წლები),იგივე – დედოფალი მარგო,რომელსაც კარგად ვიცნობთ დიუმას დიდებული ლიტერატურული ქმნილებიდან – „დედოფალი მარგო”, ქორწინების მომენტში საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე არსებული ნავარის პატარა სამეფოს დედოფლის სტატუსით სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი) საფრანგეთის სამეფო ტახტზე,როგორც დედოფალი,იგი ქმართან განქორწინების შემდეგ ავიდა.მანამდე კი ამ იშვიათი სილამაზის მქონე ქალმა ბართლომეს სისხლიანი ღამისას უცილობელი დაღუპვისაგან იხსნა ანრი,როდესაც იგი ლუვრის სასახლიდან გააპარა.იმ ლუვრიდან,სადაც „მეფე” საპატიო ტყვის სტატუსით ცხოვრობდა.დედოფალს ერთობ საეჭვო რეპუტაცია გააჩნდა.ამბობენ,რომ ერთობ ვნებიანი ქალი იყოო და მიტომაც ჰყავდა მრავალი საყვარელიო.დედოფლის საყვარელთა დიდი ნაწილი რატომღაც ხშირად უდროოდ იღუპებოდა.ხალხში ხმაც კი გავრცელდა,თითქოს დედოფალი გარდაცვლილი საყვარლების გამომშრალი თავების კოლექციას აგროვებსო.მიუხედავად ასეთი საეჭვო რეპუტაციისა,ამ იშვიათი სილამაზის მქონე ქალის ფავორიტებს შორის იყვნენ ისეთი ისტორიული პიროვნებები,როგორებიც გახლდნენ – პრინცი კონდე, ჰერცოგი დე გიზი, ანჟუის ჰერცოგი, ესპანეთის მეფე – ფილიპე II, დაბოლოს, საკუთარი ძმა – ფრანსუაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>