ტომას პრაიდი – „ეპიზოდი”
ინგლისის ბურჟუაზიული რევოლუციის მოვლენების მიმდინარეობისას გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ინგლისელი გენერლის – ტომას პრაიდის (გარდაიცვალა 1658 წელს) მეთაურობით ფეხოსანთა პოლკის შეიარაღებული ჯარისკაცები შეიჭრნენ. (ავტორი გენია.ჯი) პრაიდი,რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი გახლდათ ჩარლ I-ის სიკვდილით დასჯისა,პირადად იდგა თემთა პალატის კართან მოზრდილი ჟურნალით ხელში და გაოცებული და შიშით დაზაფრული დეპუტატების წინაშე კითხულობდა იმათ გვარებს,რომელთაც საშუალება ეძლეოდათ თავისუფლად დაეტოვებინათ თემთა პალატის შენობა.გენერალმა იმ დღეს ათეულობით თემთა პალატის წევრი დააკავა.ერთ-ერთმა მათგანმა გაბედა და დაკავებისას ტომასს ჰკითხა – „რომელი სამართლითო?” – რაზეც გენერალს დინჯად უპასუხია: „ხმლის სამართლითო”, და წელზე შემორტყმული ხმლის ვადისათვის შეუვლია ხელი. – (ავტორი გენია.ჯი)