ედუარდ II პლანტაგენეტის შესახებ…
ინგლისის მეფე – ედუარდ II პლანტაგენეტი (1284-1327 წლები) თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა,როგორც პირველი ადამიანი,რომელსაც უელსის პრინცის ტიტული მიენიჭა და პირველი მმართველი,რომელმაც „სპორტის მეფედ” წოდებული – ფეხბურთის თამაში აკრძალა. (ავტორი გენია.ჯი) ამ უცნაური თვისებების მქონე ადამიანის მმართველობა იმით ხასიათდებოდა,რომ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებს დიდწილად მისივე მრავალრიცხოვანი ავყია მეგობრები იღებდნენ.ქვეყნის მმართველისათვის ასეთმა შეუფერებელმა ქმედებებმა არა მხოლოდ შოტლანდია აქცია დამოუკიდებელ ქვეყნად,არამედ ინგლისშიც გამოიწვია არეულობები.მეფის წინააღმდეგ ინგლისელი ფეოდალები გამოვიდნენ.მათ მხარდაჭერა გამოუცხადა თავად ინგლისელი მონარქის მეუღლემ,დედოფალმა – იზაბელა ფრანგმა.მალევე ედუარდი ტყვედ იქნა აყვანილი საკუთარი მეუღლისა და მისი საყვარლის – როჯერ მორტიმერის მიერ,რის შემდგომაც აიძულეს უარი ეთქვა სამეფო ძალაუფლებაზე და ტახდიდან გადამდგარიყო.შესაბამისად,ქვეყნის მართვის სადავეები ხელში აიღი იზაბელასა და მისი ფავორიტი მამაკაცის – როჯერ მორტიმერის წყვილმა.
ოფიციალური ვერსიის თანახმად,ედუარდ II პლანტაგენეტი მორტიმერის ჯალათებმა გამოასალმეს მხეცური მეთოდით წუთისოფელს 1327 წლის 21 სექტემბერს.სხვა თეორიის მიხედვით კი,ედუარდმა ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა და თავისი სიცოცხლის დღენი იტალიის ჩრდილოეთში გალია. – (ავტორი გენია.ჯი)
დედოფალი – იზაბელა ფრანგი
როჯერ მორტიმერი