დ’არტანიანის შესახებ…
გასკონიელმა თავადაზნაურმა - შარლ ოჟიე დე ბატც დე კასტელმორ დ’არტანიანმა (1613-1673 წლები),რომლის სახელიც ალექსანდრე დიუმამ თავისი რომანით სამარადჟამოდ ცოცხალ პერსონაჟად შეიყვანა მსოფლიო ლიტერატურაში,დიდებული კარიერის პიკს საფრანგეთის მეფის – ლუი XIV-ს მმართველობის ჟამს მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ კასტელმორი პირადად მეფისაგან იღებდა ერთობ დელიკატურ ბრძანებებს.მათ შორის ყველაზე დელიკატური დავალება კორუფციაში ბრალდებული საფრანგეთის ფინანსების გენერალური კონტროლიორის – ფუკეს დაკავება იყო.მუშკეტერებმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო ჩინოვნიკი სწორედ რომ დ’არტანიანის უშუალო ხელმძღვანელობით დაატუსაღეს.წარმატებულმა საქმიანობამ შარლი სამეფო როტის მუშკეტერების ფაქტობრივ მეთაურად აქცია.კასტელმორის მიმართ იმდენად დიდი ნდობა გააჩნდა ლუის,რომ მან თვალი დახუჭა,როდესაც გასკონიელმა საკუთარ თავს გრაფის წოდება მიანიჭა.გარდა ამისა,დ’არტანიანი მეფის მიერ დანიშნული იქნა ქალაქ ლილის გუბერნატორადაც.თუმცა მას სამოქალაქო სამსახური არ მოეწონა და კვლავაც არმიას დაუბრუნდა.მიიღო მარშალის წოდება.დაიღუპა ფრანკო-ნიდერლანდების ომის მიმდინარეობისას ქალაქ მაასტრიხტის შტურმის დროს. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ლუიმ დ’არტანიანის დაღუპვა გაიგო,ტრაგედიით თავზარდაცემულმა მის შესახებ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ის იყო ერთადერთი ადამიანი,რომელმაც შეძლო ეიძულებინა ადამიანები თავიანთი თავი შეყვარებოდათ, და ამ დროს კი მათთვის არაფერი გაუკეთებია ისეთი,რაც აიძულებდა მათ ეს ჩაედინათო”.
მიუხედავად მარშალი დ’არტანიანის ავტორიტეტისა და თავდადებისა,იგი მომდევნო 170 წლის განმავლობაში სრულიად იქნა მივიწყებული. და მხოლოდ დ’არტანიანის გარდაცვალებიდან 170 წლის გასვლის შემდგომ დიუმას კალმის მიერ იქნა კვლავაც გაცოცხლებული.თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ ფრანგი მწერლის ნაწარმოების გმირისა და ნამდვილი დ’არტანიანის ბედი ძალიან განსხვავდბოდნენ ერთმანეთისაგან.ცნობისათვის,ბუნებაში არ არსებობდა ის 19 წლის თავქარიანი გასკონიელი აზნაური,რომელიც პარიზს ეწვია და ყოვლისშემძლე კარდინალი რიშელიეს მოწინააღმდეგე გახდა.ამას ადასტურებს ისიც,რომ რეალური დ’არტანიანი მუშკეტერების რიგში მხოლოდ 31 წლის ასაკში ყოფნის დროს გაწევრიანდა,ანუ რიშელიეს გარდაცვალებიდან ორი წლის გასვლის შემდგომ.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ დღეისათვის საფრანგეთში ოთხი დ’არტანიანის ქანდაკებაა აღმართული,რომელთაგან სამი დიუმას ნაწარმოების გმირს წარმოადგენს,ხოლო ერთი კი რეალურ დ’არტანიანს,რაც აშკარად მიუთითებს ალექსანდრეს მიერ შექმნილი პერსონაჟის უპირატესობაზე მის თანამოგვარე მარშალთან. – (ავტორი გენია.ჯი)
დიუმას დ’არტანიანი