რა გზა გაიარა იან ჟიჟკამ ჩეხი ხალხის ეროვნულ გმირობამდე?
მტრების მიერ „საშინელ ბრმად” წოდებული ჩეხი ხალხის ეროვნული გმირის – იან ჟიჟკას (1360-1424 წლები) ოფიციალური ბიოგრაფია ერთმნიშვნევლად დუმს იმის შესახებ,თუ რა გზა გაიარა ამ უსასტიკესი თვისებების მქონე პიროვნებამ თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპებზე. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ბავშვობაში ჟიჟკამ მარჯვენა თვალში დაკარგა მხედველობა.ამის მიზეზად მკვლევარები იმ დაუნდობელ ჩხუბს ასახელებენ,რომელიც ჟიჟკას ოჯახის წევრებსა და მათი მდიდარი მეზობლების – როჟმბერკების ოჯახის წევრთა შორის გაიმართა.ამას მოწმობს ისიც,რომ იანს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში სძულდა როჟმბერკების ოჯახი და შურისძიების მიზნით,ბევრი ვნებაც მოუტანა მას.მამის გარდაცვალების შემდგომ იანმა არა მხოლოდ მშობლების ქონება გაანიავა,არამედ საკუთარი ხის სახლი,ამაყად რომ – „ციხე-სიმაგრეს” უწოდებდა,ისიც კი გადაწვა და ძარცვა-გლეჯას მიჰყო ხელი.ჟიჟკას ბანდის უმთავრესი სამოქმედო არეალი ჩეხეთის სამხრეთით განთავსებული რეგიონები იყო,სადაც მათი თავდასხმის ობიექტებს მდიდარი ოჯახები წარმოადგენდნენ.თუმცა ყველაზე ხშირი ობიექტი ძარცვისა,სწორედ ის ოჯახი იყო,რომელთან დაპირისპირების დროსაც დაკარგა ჟიჟკამ ცალ თვალში მხედველობა. 1409 წელს ბანდის მეთაური დაკავებული იქნა,მაგრამ მიზეზი იმისა,თუ რატომ შეიწყალა და გაანთავისუფლა პატიმრობიდან ჩეხეთის მეფე – ვაცლავ IV-მ მრავალ დანაშაულში ბრალდებული იანი,დღემდე ბურუსით არის მოცული. (ავტორი გენია.ჯი) განთავისუფლების შემდგომ ჟიჟკა ჩეხური რეფორმაციის ლიდერის – იან ჰუსის იდეების მიმდევარი გახდა და აქტიურადაც ჩაერთო ჩეხი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.მისთვის მტრად აღქმული იყო არა მხოლოდ ოკუპანტი გერმანელი რაინდები,არამედ კათოლიკური ეკლესიც,რის გამოც არაერთ მონასტერზე განახორციელა თავდასხმა. 1420 წელს იან ჟიჟკამ რაბის ციხე-სიმაგრის ალყისას მეორე თვალშიც დაკარგა მხედველობა. და მიუხედავად აბსოლუტური სიბრმავისა,იგი შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში კვლავაც სათავეში უდგა და წარმატებულ ბრძოლას აწარმოებდა ოკუპანტების წინააღმდეგ. 1424 წელს იან ჟიჟკამ ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა აიღო,თუმცა პრაღის აღებიდან სულ რამდენიმე ხანში თავადაც სული განუტევა. – (ავტორი გენია.ჯი)