უცნობი ფაქტები მოდილიანის ბიოგრაფიიდან…
გენიალური იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის - ამადეო კლემენტ მოდილიანის (1884-1920 წლები) დაბადების დღესვე მამამისის – ფლამინიო მოდილიანის მთელი ავლადიდება სახელმწიფომ დააპატიმრა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დროს სამთო ინჟინრის პროფესიის მქონე ფლამინიო,სარდინიაში განთავსებულ ქვანახშირის მაღაროებს ხელმძღვანელობდა და საკუთრებაში ოცდაათი აკრი ტყის ფართობიც გააჩნდა.მაგრამ მოგვიანებით საქმეები აერია და ვალებში ჩაეფლო.ვალები ფლამინიომ ვერ დაფარა,რის გამოც,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,სახელმწიფომ მისი ქონება სწორედ იმ დღეს დაპატიმრება,რა დღესაც ამადეო მოევლინა ქვეყნიერებას.რამდენიმე ხანში კი ქონება ფლამინიოს კონფისკაციის ძალით სრულიად ჩამოართვეს კიდეც.მოდილიანის ოჯახი უკიდურეს სიღტაკეში აღმოჩნდა.ამადეოს დედა – ევგენია გარსენი შემდგომ იგონებდა,რომ იმ პერიოდში მათ ოჯახს ნორმალური ჭიქაც კი არ გააჩნდა სტუმრისათვის წყალი მაინც რომ შეეთავაზებინათ.მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა,მოდილიანს თავი მაინც ისე მოჰქონდა,თითქოს არისტოკრატობა დაბადებითვე თან დაჰყოლიაო.პოლ ალექსანდრე იგონებდა: „ხელოვნების მსახურთა დიდი ნაწილი გროშების გამომუშავების სხვადასხვა ხერხს პოულობდა: ერთნი რესტორნებში ჭურჭლის მრეცხავებად ეწყობოდნენ,მეორენი სასტუმროებში საწოლებს ალაგებდნენ… ამაყ მოდილიანს კი ასეთი სამსახურების შესახებ სიტყვასაც კი ვერ ჩამოუგდებდი.მას ჭეშმარიტი არისტოკრატივით მოჰქონდა თავი… და ამაში ძევს მისი ბედის ერთი პარადოქსი: მოდილიანმა თავისი ცხოვრება უკიდურეს სიღატაკეში თუ არა, სიღარიბეში მაინც გაატარაო”.
საღამოებმა მიტოვებულ ეკლესიებში,ღვინომ,ჰაშიშმა და ეზოთერიკამ მონმარტის მომცრო ოთახში მობინადრე ამადეოს ჯანმრთელობა ერთობ შეარყია.იმ დროს,როდესაც პაბლო პიკასო დიდ ფულს გამოიმუშავებდა კონტრაქტებისგან,ხოლო ანრი მატისის შემოქმედება ნიუ-იორკში წარადგინეს,მოდილიანი და ახმატოვა,რომელთაც ფასიან სკამზე დასაჯდომი ფული არ ჰქონდათ,ლუქსემბურგის ბაღში უფასო სკამებზე ისხდნენ და არაფერი აღელვებდათ ამქვეყნად, გარდა ერთმანეთის სიახლოვისა.
„არაფერი მაქვს,გარდა სკულკპტურებისა,როგორც მიქელანჯელოსო”, – ამბობდა არაფრისმქონე მოდილიანი და იმისათვის,რომ ქანდაკებები დაემზადებინა,მუხის მასიურ მასალასა და სხვა სამშენებლო ნაწარმს მიმდინარე მშენებლობებიდან იპარავდა.გარდა ამისა,მიტოვებული სახლის ფასადებიდან ხსნიდა ფილებსა და ქვებს.ამბობენ იმასაც,რომ მოდილიანი ამ განზრახვით არაერთხელ შეუნიშნავთ პარიზის მშენებარე მეტროს ტერიტორიაზეც.
„ერთადერთი,რაც ცხოვრებაში მაინტერესებდა – ადამიანიაო”, – აცხადებდა სიცოცხლის ბოლოს მოდილიანი და ეს რომ ასეა,მისი ბიოგრაფიაც ნათლად მოწმობს. – (ავტორი გენია.ჯი)