ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”
„როგორ სისასტიკესაც თავისი ქვეშევრდომების მიმართ იჩენდა დიდი თავადი,ისეთივე სასტიკი მეთოდებით უსწორდებოდა იგი ქვეშევრდომთა საკუთრებაში არსებულ შინაურ პირუტყვებს, – ცხენებს,ხარებს,ძროხებს.მათ ზურგიდან აძრობდნენ ტყავს და ტყავანაძრობ ნაწილზე შოლტით სცემდნენ”. – ასე აღწერდა გერმანული ბროშურის ანონიმი ავტორი გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფის – ივანე IV მრისხანეს (1530-1584 წლები) მმართველობის უსასტიკეს ერთ-ერთ მეთოდს. (ავტორი გენია.ჯი) მიზანთროპი და პათოლოგი მონარქის საყვარელ „გასართობს” დიდ ნოვგოროდში ყოფნის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის საშინელ ყინვაში გარეთ გამოყვანა წარმოადგენდა.თოვლით მოსილ მოედანზე მეფის ჯარისკაცები დიდი ნოვგოროდის მოსახლეობას ხშირად კრეფდა და სიკვდილის შიშით აიძულებდა მანამ მდგარიყო უკიდურეს ყინვაში,სანამ დიდი თავადი არ მისცემდა მათ თავთავიანთ სახლებში დაბრუნების უფლებას.გარდა ამისა,იყო შემთხვევები,როდესაც ადამიანებს გაყინულ მდინარეში აიძულებდნენ გადახტომას მოედანზე განთავსებული ხიდიდან.იმას,თუ როგორ ითოშებოდნენ და იღუპებოდნენ უბედური ადამიანები,შიზოიდი ივანე სიამოვნებით ადევნებდა თვალს თავისი სასახლის სარკმლიდან.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ამ არაადამიანური ბრძანების შესრულება ქალაქის მაცხოვრებლებს ასეულობით თანამოქალაქის სიცოცხლის ფასად დაუჯდა.სტატისტიკოსები იმასაც კი ირწმუნებიან,რომ მარტო 1569-1570 წლებში დიდ ნოვგოროდში მსხვერპლმა ათასიდან სამ ათასამდე ადამიანი შეადგინაო.დანიური სამეფოს ელჩი – იაკობ ულფელდტი გვამცნობდა,რომ დიდ ნოვგოროდში არსებული მდინარე ვოლხოვი ერთხელ იმდენად გაივსო გვამებით,რომ გაიჭედა და კალაპოტიც კი შეიცვალაო. – (ავტორი გენია.ჯი)