კარლ ბრიულოვი – „ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფი ფრანგული წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი მხატვარი და აკადემიზმის ერთ-ერთი დიდებული წარმომადგენელი – კარლ ბრიულოვი (1799-1852 წლები) დიდად არ წუხდა იმაზე,რომ ამიერთან გამოთხოვების საშიშროების წინაშე იდგა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა,ერთხელ მომაკვდავმა ოჯახის წევრებს ერთობ თვითკმაყოფილი ტონით მიმართა: „მე იმიტომ ვიცხოვრე ასე,რომ ამქვეყნად მხოლოდ 40 წელიწადი მეცოცხლა.ორმოცის ნაცვლად კი ორმოცდაათსაც გადავაბიჯე.ეს იმის მაუწყებელია,რომ თვით მარადიულობას მოვპარე ათ წელიწადზე ცოტა მეტი დრო,რის გამოც არავითარი უფლება არა მაქვს ჩემს ბედზე დავიჩივლო”. – (ავტორი გენია.ჯი)