როგორ დაახასიათა ჩეხოვმა აივაზოვსკი?
XIX საუკუნის მეორე ნახევარში,კერძოდ კი – 1892 წელს,ყირიმის ნახევარკუნძულზე (უკრაინა) მდებარე მშობლიურ ქალაქ ფეოდოსიაში დამკვიდრებულ სომხური წარმომავლობის მქონე სახელოვან რუს მხატვარსა და მარინისტს – ივანე აივაზოვსკის (1817-1900 წლები) ახალგაზრდა რუსი მწერალი – ანტონ ჩეხოვი (1860-1904 წლები) ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) აივაზოვსკისთან და მის ულამაზეს მეუღლესთან – ანა ბურნაზიანთან ოჯახში ჩეხოვმა რამდენიმე ხნის განმავლობაში იცხოვრა.მოგვიანებით,მწერალმა აწარმოა დღიური,სადაც თავისი შთაბეჭდილება აივაზოვსკის შესახებ შემდეგი სახით გადმოსცა: „75 წლის ასაკში მყოფი აივაზოვსკი მხიარული მოხუცია.მასში კეთილშობილი სომეხის სული გამოსჭვივის; სავსეა თავისი ღირსებებით.ის საკუთარ თავში აერთიანებს როგორც გენერალს,ასევე მაღალი იერარქიის მქონე ადამიანს,დიდ მხატვარს,კეთილ ბაბუასა და ოტელოსაც კი.შეიძლება ითქვას,რომ მისი ნატურა რთულია,თუმცა ნამდვილად ყურადღების ღირსი.დაქორწინებულია ახალგაზრდა და ძალიან ლამაზ ქალზე (ცნობისათვის,აივაზოვმა მასზე 40 წლით უმცროსი ქალი ქმრის დაკრძალვის დღეს გაიცნო და გაცნობიდან ერთ წელიწადში იქორწინა კიდეც მასზე).იცნობს სულთნებს,შაჰებსა და ემირებს.გლინკასთან ერთად წერდა „რუსლანას და ლუდმილას”.უყვარდა პუშკინი,თუმცა არ კითხულობდა მის ლექსებს.მის ცხოვრებაში არც ერთი წიგნიც კი არ წაუკითხავს.როდესაც მას კითხვას სთავაზობენ,აივაზოვსკი ამბობს: რაში მჭირდება წაკითხვა,როდესაც საკუთარი გონება მაქვსო”. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე აივაზოვსკი
ანა ბურნაზიანი