იცით თუ არა,რომ
1. გერმანიის იმპერიის ლეგენდარულ დამაარსებელსა და პირველ რაიხსკანცლერს – ოტო ფონ ბისმარკს თავისი ცხოვრების განმავლობაში ოცდაათამდე დუელში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ამ მოვლენებს ყოველდღიურად ახსენებდა მის სახეზე არსებული იარა,რომელიც ერთ-ერთი დუელის დროს მიიღო. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ცხოველებს,ისევე როგორც ადამიანებს,სასიამოვნო სურნელი იტაცებთ.მაგალითად,ძაღლს განსაკუთრებით უყვარს ქოლგოსანთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის – ანისულის სურნელი, და ეს მაშინ,როდესაც „უდაბნოს ხომალდად” წოდებული აქლემის საყვარელ სურნელს ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარე – თამბაქო გამოსცემს.
* * *
3. „ჩინური ფილოსოფიის” მთავარ სპეციალისტად დღემდე მიჩნეულია XVI-XVII საუკუნეებში მოღვაწე იეზუიტი მისიონერი და კარტოგრაფი – მატეო რიჩი,რომელმაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი 30 წელიწადი ჩინეთში იცხოვრა.
* * *
4. გამოჩენილი რუსი კრიტიკოსი,ფილოსოფოსი და პუბლიცისტი – ბესარიონ ბელინსკი იმდენად იყო შეყვარებული ყვავილებზე,რომ უკანასკნელ კაპიკებსაც კი იღებდა მათ შესაძენად.
* * *
5. ძველ რომაულ სასამართლოში,სენატსა და სტადიონზე მამაკაცებს ტრადიციული სამოსის – ტოგის გარეშე გამოჩენის უფლება არ ჰქონდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ერთხელ „როკ-ენ-როლის მეფედ” წოდებულმა ამერიკელმა მომღერალმა – ელვის პრესლიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს – რიჩარდ ნიქსონს წერილი გაუგზავნა. იგი ქვეყნის მეთაურს თხოვდა, რომ საგანგებოდ მიენიჭებინა მისთვის ფედერალური აგენტის უფლებამოსილება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში. ცნობილია, რომ ელვის პრესლისა და ნიქსონს შორის 1970 წელს მართლაც შედგა ოვალურ კაბინეტში შეხვედრა. თუმცა-კი უცნობია, დააკმაყოფილა თუ არა პრეზიდენტმა თავისი სახელოვანი ტანამემამულის თხოვნა.
* * *
7. ლეგენდად ქცეულ ბრიტანელ კომიკოს-მსახიობს – ჩარლი ჩაპლინს სულ თორმეტი შვილი ჰყავდა,რომელთაგან უკანასკნელი 70 წლის ასაკში შეეძინა.
* * *
8. ძველი რომაული მითოლოგიის მიხედვით,ჩვილი ბავშვის ფეხის ადგმის ქალღმერთს – სტატანუსი ერქვა.
* * *
9. ცირკის არენის ოპტიმალური დიამეტრი 42 ფუნტს ანუ 13 მეტრს შეადგენს.აღნიშნული სტანდარტი გამოთვლილი და დამკვიდრებული იქნა XVIII საუკუნეში ერთ-ერთი ინგლისური ცირკის მფლობელისა და მეწარმის – ფილიპ ასტლეის მიერ.
* * *
10. ცნობილია,რომ 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორში დაბანაკებულ აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტზე თავდასხმა განახორციელა იაპონიის ავიაციამ,რასაც თან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. საყურადღებოა ის გარემოება,რომ ამ საშინელი აქტის ჩადენის გამო იაპონიას ომი ოფიციალურად კანადამ უფრო ადრე გამოუცხადა,ვიდრე თავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. – (ავტორი გენია.ჯი)