ჰაინრიხ ჰიმლერი – „ეპიზოდი”
მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, სს-ის რაიხსფიურერი და ჰოლოკოსტის სასტიკ მოვლენებზე პასუხისმგებელი გერმანელი პოლიტიკოსი – ჰაინრიხ ჰიმლერი (1900-1945 წლები) ხშირად ატარებდა თან გერმანულ ენაზე ნათარგმნ ინდუიზმის უმთავრეს ლიტერატურულ ძეგლს,უძველეს ინდურ ეპოსს – „ბჰაგავადგიტა”-ს. (ავტორი გენია.ჯი) მიზანთროპი ჰიმლერი ახლობელთა წრეში ირწმუნებოდა,რომ სწორედ აღნიშნული ლიტერატურული ქმნილების არაერთხელ წაკითხვამ დაარწმუნა იგი ტერორისა და სისასტიკის მიზანშეწონილობაში.გარდა ამისა,ხაზს უსვამდა იმასაც,რომ „ბჰაგავადგიტა”-ში მოყვანილი ფილოსოფია ყველაზე გასაგები ენით ხსნიდა ჰოლოკოსტის მოვლენების აუცილებლობას და სრულიად ამართლებდა მას. – (ავტორი გენია.ჯი)
„ბჰაგავადგიტა” (ფრაგმენტი)