ჯეინ მინს ეპლტონ პირსი – „ეპიზოდი”

„თეთრი სახლის აჩრდილი”. – ამ სახელწოდებით მოიხსენიებდა ამერიკული პრესა აშშ-ის რიგით მე-14 პრეზიდენტის – ფრანკლინ პირსის მეუღლეს – ჯეინ მინს ეპლტონ პირსს (1806-1863 წლები).მან თავისი მეუღლის საპრეზიდენტო ვადის ნახევარზე მეტი დრო თეთრი სახლის კაბინეტებში კარჩაკეტილმა გაატარა და ქმრის ინაუგურაციასაც კი არ დასწრებია. (ავტორი გენია.ჯი) ჯეინის ასეთი ღრმა მელანქონიის მიზეზი მისი 11 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ვაჟიშვილი – ბენჯამინი იყო.ბავშვი დედის თვალწინ მატარებელს ემსხვერპლა… ამ განუზომელ ტრაგედიას თავზარდაცემული დედა ღვთის რისხვად მიიჩნევდა.იგი თეთრი სახლის ოთახებში იჯდა და თავის გარდაცვლილ ვაჟს ერთობ სენტიმენტალური შინაარსის მქონე წერილებს წერდა. „თეთრი სახლის აჩრდილი” არასოდეს ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე და მეუღლის გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე ხანში „პირველი ლედის” საპატიო ტიტული სულაც საკუთარ დეიდას – ები კენტ მისს დაუთმო დიდსულოვნად. – (ავტორი გენია.ჯი)

ჯეინი და ბენჯამინი

ფრანკლინ პირსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>