ჟიულ გაბრიელ ვერნი – „ეპიზოდი”
მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფრანგი მწერალი – ჟიულ გაბრიელ ვერნი (1828-1905 წლები),თავის ლიტერატურულ წარმატებას დიდ ფრანგ მწერალს - ალექსანდრე დიუმას (1802-1870 წლები) უმადლოდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ხშირად ამბობდა,რომ პირველად მისი ლიტერატურული ტალანტი სწორედ დიუმამ ირწმუნა და რჩევაც მისცა,კვლავაც განეგრძო და არ შეეწყვიტა მუშაობა.ჟიულმა და ალექსანდრემ ერთმანეთი პარიზის სიახლოვეს განთავსებულ „მონტე კრისტოს ციხესიმაგრეში” გაიცვნეს და უმალვე დამეგობრდნენ.დროთა განმავლობაში ახალი მეგობრით შთაგონებულმა ვერნიმ გადაწყვიტა,მასაც ისეთივე წვლილი შეეტანა გეოგრაფიაში,როგორიც ლიტერატურაში შეიტანა დიუმამ.ცნობილია ისიც,რომ პირველი,ვინც ჟიულის პიესა დადგა თეატრის სცენაზე – ალექსანდრე დიუმა იყო.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, „სამი მუშკეტერის” ავტორი დებიუტანტ მწერალს ყოველნაირად უწყობდა ხელს შემოქმედებით წინსვლაში: აცნობდა რედაქტორებს,პირველი კითხულობდა ვერნის ხელნაწერებს და ასე შემდეგ.მოგვიანებით სახელოვანი ფრანგი მწერალი რომს ეწვია და კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს – ლეო XIII-ს შეხვდა,რა დროსაც პონტიფიკოსმა არა მხოლოდ ჟიულ ვერნი დალოცა,არამედ მთელი მისი შემოქმედებაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)