თედორე დოსტოევსკი – „ეპიზოდი”
გენიალური რუსი მწერალი და ესეისტი - თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები) ერთობ საინტერესო თვისებების მქონე პიროვნება გახლდათ.მსოფლიო ლიტერატურის კორიფეს ძალიან უყვარდა უცნობი ადამიანების გაცნობა და მათთან ერთად თავისი ქმნილებების განხილვა-გაანალიზება. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ამ მიზნით იგი ქუჩაშიაც კი აჩერებდა შემთხვევით გამვლელებს.ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში დოსტოევსკი სრულად ეთიშებოდა გარესამყაროს.ავიწყდებოდა ჭამა-სმა,საათობით გადაადგილდებოდა ოთახის ერთი კუთხიდან მეორესკენ და პირიქით,შემოქმედებითი წვის ქვეშ მყოფი მწერალი თავისი რომანის მთავრი გმირის მიერ წარმოსათქმელ წინადადებებს ისე ხმამაღლა გამოთქვამდა,რომ მისი სიტყვები სხვებსაც კარგად ესმოდათ.ერთხელ,თედორე ისე ემოციურად და ხმამაღლა განიხილავდა ლიტერატურულ ქმნილებაში მოსაყვანი მკვლელობის დეტალებს,რომ მის მოსამსახურეს თავზარი დაეცა და სახლიდან გაიქცა,რადგან იფიქრა,რომ დოსტოევსკი უცილობლად ვისიმე მკვლელობას გეგმავდა.
დოსტოევსკი აღიარებდა,რომ მის ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა რამდენიმე ისეთ „არათვალწარმტაც” მოვლენას,რომლებმაც გარკვეული ადგილი დაიკავეს მწერლის შემოქმედებაში.მაგალითად, რომანში „დანაშაული და სასჯელი” დეტალურადაა აღწერილი სახლი,სადაც ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი,გვარად – რასკოლნიკოვი მალავს მოხუცისათვის მოპარულ ნივთებს.დოსტოევსკიმ ნაწარმოებში მოხსენიებული სახლი იმ მიტოვებული სახლის პროტოტიპად აქცია,რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ,როდესაც ავტორი პირველად,სრულიად შემთხვევით მოხვდა იქ,რათა ბუნებრივი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა. – (ავტორი გენია.ჯი)