სტივენ ედვინ კინგი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი საგამომცემლო სახლების ხელმძღვანელთა დიდი უმრავლესობის მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად,თითოეული მათგანი ამა თუ იმ ავტორის მაქსიმუმ ერთი წიგნს გამოსცემდა წელიწადში. (ავტორი გენია.ჯი) გამოჩენილ ამერიკელ მწერალს - სტივენ ედვინ კინგს არ სურდა შეგუებოდა საგამომცემლო სახლების მიერ დამკვიდრებულ შეზღუდვას და იმისათვის,რომ მათგან დაწესებული ლიმიტისათვის თავი დაეღწია,გადაწყვიტა რიჩარდ ბაჰმანის ფსევდონიმითაც გამოექვეყნებინა თავისი ნაწარმოებები. 1980-იან წლებში წიგნების მაღაზიაში დასაქმებულმა სტივენ კინგის შემოქმედების ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინა,რომ თავისი ფავორიტი მწერლისა და რიჩარდ ბაჰმანის ხელწერა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს.აღნიშნულმა ფაქტმა იგი კიდევ უფრო დააინტერესა.კვლევამ კინგის შემოქმედების თაყვანისმცემელი აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამდეც კი მიიყვანა,სადაც საბოლოოდ გაარკვია,რომ სტივენი და რიჩარდი ერთი და იგივე პიროვნება იყო.ასეთი წარმატებით ფრთაშესხმულმა უმალვე კინგს აცნობა თავისი აღმოჩენის შესახებ,რის შემდგომაც მწერალმა პირადად დაურეკა მოყვარულ-მკვლევარს და ინტერვიუს ჩაწერაზე თანხმობა განუცხადა.გარდა ამისა,სტივენმა მას უფლება მისცა პრესაშიც გაეჟღერებინა მოპოვებული ინფორმაცია.რამდენიმე ხანში პრესაში გამოჩნდა მოყვარული-მკვლევარის პრეს-რელიზი,რომელიც იტყობინებოდა,რომ მწერალი – რიჩარდ ბაჰმანი ფსევდონიმის კიბომ იმსხვერპლა. – (ავტორი გენია.ჯი)