დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
როგორც ცნობილია,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 28-ე პრეზიდენტს – ტომას ვუდრო უილსონს,ქვეყნის პრეზიდენტების უმთავრესი რეზიდენციის – „თეთრი სახლის” ეზოში ცხვრის ფარა ჰყავდა დაბინავებული.როგორც წესი,სეზონის დადგომისთანავე ცხვრებს კრეჭდნენ,რის შემდგომაც მატყლს ჰყიდდნენ.დაასახელეთ,რას ხმარდებოდა ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ბრძანებით მატყლის გაყიდვიდან შემოსული ფული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: მატყლის გაყიდვიდან შემოსული ფული „წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის” ანგარიშზე ირიცხებოდა.